ახალი ამბები საქართველოდან
22 მაი. '13
Civil.ge-ს შესახებ
Eng
|
ქარ
|
Рус
ბოლო განახლება:
20:17 - 21 მაი.'13
მთავარი
ახალი ამბები
პოლიტიკა
ეკონომიკა
სამხედრო
ინტერვიუ
არჩევნები
ფოტო
არქივი
ახალი ამბები
21 მაი. სამშაბათი
მერაბიშვილის დაკავების შემდეგ, სააკაშვილი მთავრობას უკრაინული მაგალითის წინააღმდეგ აფრთხილებს
20:17
„ყველა უნდა დაფიქრდეს ამ დაპატიმრების პოლიტიკურ შედეგებზე“, განაცხადა მან.
სასამართლომ 17 მაისის ძალადობის გამო დაკავებული პირები დააჯარიმა და გაათავისუფლა
19:44
ოთხ პირს 100-100 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა ხულიგნობის გამო.
ივანიშვილის კომენტარი მერაბიშვილის დაკავებაზე
18:21
„უნდა დაველოდოთ სასამართლოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უსუფაშვილი 17 მაისის მოვლენებამდე პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადებით უკმაყოფილოა
17:32
მისი თქმით, ამ განცხადებამ წააქეზა კონტრდემონსტრანტები, რომ ლგბტ უფლებადამცველების წინააღმდეგ ემოქმედათ.
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
16:14
პროკურატურის თქმით, მერაბიშვილი კორუფციული საქმიანობის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით დააკავეს, ხოლო უახლოეს პერიოდში 26 მაისის მოვლენებსა და გირგვლიანის საქმეზე წარედგინება ბრალი.
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
11:59
„შეუწყნარებლობის ამგვარ ქმედებებს არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებებში“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
ღარიბაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს
11:53
შინაგან საქმეთა მინისტრი 21 მაისს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
11:42
ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
20 მაი. ორშაბათი
ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია ჰომოფობიური თავდასხმების გახშირების შესახებ აფრთხილებს
20:40
საქართველოში ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში აცხადებს, რომ მთავრობა 17 მაისის ძალადობის გამოძიებას „ძალიან სერიოზულად“ ეკიდება.
იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე საკანონმდებლო პაკეტი გამოქვეყნდა
18:56
საერთო სასამართლოების კანონში და მისგან გამომდინარე სამ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი 20 მაისს მოაწერა.
საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენდირექტორს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
17:10
საქმეზე, რომელიც 65 მლნ ლარის გაფლანგვას ეხება, ეზუგბაიასთან ერთად ფიგურირებს შვიდი ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდათ.
სააკაშვილი ვანუატუს პრემიერ-მინისტრს შეხვდა და აფხაზეთის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
16:47
„ეს არის პირველი პრეცენდენტი, როცა რუსეთმა განიცადა დიპლომატიურ ფრონტზე ძალიან სერიოზული მარცხი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ევროკავშირის დელეგაციის განცხადება 17 მაისის ძალადობის შესახებ
13:02
ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა „დაიცვას მისი ყველა მოქალაქის უფლებები მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით“.
პრემიერ-მინისტრი მიესალმა 17 მაისის მოვლენების დროს პოლიციის მოქმედებას
12:59
ივანიშვილის თქმით, პოლიციის ქმედება კარგად კოორდინირებული იყო.
სააკაშვილი ტაილანდს სტუმრობს
12:57
პრეზიდენტი კვირის ბოლოს ეკვადორში გამგზავრებას გეგმავს მისი კოლეგის ინაუგურაციაზე დასასწრებად.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის დღე აღნიშნა
12:23
პოლიციელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა შეაქო მინისტრი ღარიბაშვილი.
18 მაი. შაბათი
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ‘შოკირებულია’ თბილისში ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობის გამო
16:27
ჰოლანდიის მთავრობამ საქართველოს ელჩი დაიბარა „უკმაყოფილების“ გამოსახატავად.
მაია ფანჯიკიძემ კრაკოვში შეხვედრები გამართა
15:21
მან აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა; ასევე კეტრინ ეშტონს შეხვდა.
სააკაშვილი: მთავრობამ არ უნდა დაუშვას ძალადობის ფონის მომატება
13:09
მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა ხელს უწყობს ყველა ტიპის ძალადობის ზრდას ქვეყანაში.
17 მაი. პარასკევი
პოლიციას ძალადობის აღკვეთაში წარუმატებლობის გამო აკრიტიკებენ
21:21
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიცია უსუსური იყო დაეცვა ლგბტ აქტივისტების და მათი მომხრეების აქცია.
პატრიარქი: ეკლესია ემიჯნება ძალადობას, მაგრამ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება
21:04
ილია მეორემ დაპირისპირებულ მხარეებს დაშლისკენ მოუწოდა.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
20:44
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოთხი სასესიო დღის განმავლობაში განხილვის ხანგრძლივი პროცედურა.
ივანიშვილი ძალადობას გმობს
19:59
დამნაშავეებს „კანონის შესაბამისად მოექცევიან“, ნათქვამია პრემიერ–მინისტრის წერილობით განცხადებაში.
პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
19:52
ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და აჭარის ტელევიზიის რეფორმირებას, სავალდებულო ტრანზიტს და მაუწყებელთა მეტ ფინანსურ გამჭირვალობას ეხება.
ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა
19:35
პარლამენტმა თანმობა მისცა ქაბულში განთავსებული ქართული ოცეულის ფრანგული სარდლობიდან აშშ-ის კონტიგენტის დაქვემდებარებაში გადასვლას.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში დაპირისპირების დროს 28 ადამიანი დაზიანდა
19:01
სერგეენკოს თქმით, ერთი გარდა, ყველა დაზიანება არის "მსუბუქი".
ჰამარბერგი ილია მეორეს ჩარევისა და ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს
18:03
ჰამარბერგმა სთხოვა პატრიარქს წესრიგის აღდგენის მიზნით საკუთარი გავლენა გამოიყენოს.
სახალხო დამცველის განცხადება 17 მაისის მოვლენებზე
17:48
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს ძალადობის ორგანიზატორთა პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.
ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ჩაშლის შემდეგ ძალადობა გაგრძელდა
17:48
სახალხო დამცველი პოლიციას ჩარევისა და შემდგომი ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებს.
მართლმადიდებელმა აქტივისტებმა ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია ჩაშალეს
14:23
პოლიციამ ვერ შეძლო ათასობით მართლმადიდებელი აქტივისტის შეჩერება.
პარლამენტს ქართული ოცნების სამი ახალი მაჟორიტარი შეემატა
13:27
თამარ კორძაია, პაატა კიკნაველიძე და გიორგი კახიანი, შესაბამისად, ნაძალადევის, ბაღდათის და სამტრედიის ერთმანდატიანი ოლქებიდან იქნენ არჩეულნი 27 აპრილს.
ჰომოფობიის წინააღმდეგ დეგეგმილ აქციას მართლმადიდებელი აქტივისტები ეწინააღმდეგებიან
13:00
თბილისის ცენტრში მართლმადიდებელი აქტივისტების დიდი ჯგუფია შეკრებილი.
16 მაი. ხუთშაბათი
თავდაცვის სამინისტრო: ალასანიას და ჰეიგელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
19:33
აშშ–ის თავდაცვის მდივანმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში სამი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო.
პატრიარქი სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი აქციის გაუქმებისკენ მოუწოდებს
16:27
ეს შეკრება არღვევს უმრავლესობის უფლებებს და შეურაცხყოფს მათ ტრადიციებს, აცხადებს ილია მეორე.
ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი სამხედრო სამშობლოში ჩამოასვენეს
13:18
დაღუპული ჯარისკაცების გლოვის ნიშნად ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაშვებულია.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზას ესტუმრა
12:21
შოიგუმ სეპარატისტულ რეგიონში გუდაუთის სამხედრო ბაზა მოინახულა.
15 მაი. ოთხშაბათი
ოკუპირებული ტერიტორიების კანონთან დაკავშირებული ცვლილებების განგრძობადი განხილვა პარლამენტში
21:04
ნაციონალური მოძრაობა ე.წ. პროცედურული ბრძოლით ცდილობს ხელი შეუშალოს ინიციატივაზე კენჭისყრას.
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე 5 000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება
15:09
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გელა ხვედელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
სააკაშვილი აშშ–ს სტუმრობს
11:31
ეს უკვე პრეზიდენტის მეორე ვიზიტია ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში.
14 მაი. სამშაბათი
ავღანეთში მომხდარი მსხვერპლიანი თავდასხმისას 27 ქართველი სამხედრო დაშავდა
20:58
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ივანიშვილი ნატოზე და რუსეთთან ურთიერთობებზე
20:41
სეპარატისტული რეგიონების დაბრუნება, ნატოში გაწევრიანება და რუსეთთან მეგობრული ურთიერთობები „მოხერხებადია“, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრი ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე კომენტარს აკეთებს
17:30
„სექსუალური უმცირესობები ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორიც თითოეული ჩვენთაგანი... და საზოგადოება ნელ-ნელა ამას შეეჩვევა," განაცხადა ივანიშვილმა.
აგვისტოს საომარი მოქმედებების შესასწავლად საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა
15:01
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 8-წევრიანი ჯგუფი პროკურატურის, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებით დაკოპლექტდა.
სოხუმმა ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა შეაჩერა
13:55
სეპარატისტული რეგიონის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ „აფხაზეთის ქართველიზაციის“ საფრთხე არსებობს.
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა
11:00
თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა 42–ე ბატალიონის ბაზაზე იერიში განახორციელეს, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
13 მაი. ორშაბათი
კომპანიები Tata Power, Clean Energy Invest და IFC საქართველოში ჰიდრო პროექტებს განახორციელებენ
16:53
ჰიდრო პროექტების ჯამური სიმძლავრე 400 მეგავატს, ხოლო საერთო ღირებულება 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად მისი დამოუკიდებელი კანდიდატურის წარდგენაზე ‘ფიქრობს’
14:11
ზურაბიშვილს შესაძლოა საკანონმდებლო წინაღობა შეხვდეს იმ შემთხვევაში, თუ ის ოქტომბრის არჩევნებში კენჭისყრას გადაწყვეტს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ფარული ვიდეომასალის გავრცელების გამო დააპატიმრეს
12:07
„ეს არის პირადად ჩემი მკაფიო გზავნილი ყველა რანგის თანამდებობის პირის მიმართ“, – განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სააკაშვილი ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ
11:36
მან მარგველაშვილის დასახელება შეადარა კალიგულას მიერ სენატში მისი ცხენის წარდგენას.
რესტორანში მომხდარი ჩხუბის შედეგად ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები დაშავდნენ
11:28
შსს–ის თქმით, გამოძიება ხულიგნობის საქმეზე მიმდინარეობს.
11 მაი. შაბათი
მარგველაშვილი ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა
17:34
განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს.
ქართულმა ოცნებამ საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩია
16:30
პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს დაასახელებს.
ქართული ოცნების ლიდერები საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობენ
15:21
დღესვე მოგვიანებით პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი ქართული ოცნების დეპუტატებს შეხვდება.
სტამბოლში საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა
13:43
შეხვედრა 10 მაისს საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ფარგლებში გაიმართა.
10 მაი. პარასკევი
სააკაშვილმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო
19:57
ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტების იურიდიულ სტატუსს, მეორე კი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს ეხება.
ევროკომისარი საქართველოს ევროპული მისწრაფების შესახებ
18:42
საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ქვეყნის ევროპული მისწრაფების შეცვლა არ მოყოლია, განაცხადა ფიულემ.
EBRD საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს
16:40
ბანკი 2013 წელს საქართველოს ეკონომიკის 3%–იან ზრდას პროგნოზირებს, ნაცვლად იანვარში პროგნოზირებული 5%–ისა.
ალასანია აცხადებს, რომ თურქეთთან სამხედრო მრეწველობაში თანამშრომლობას განიხილავს
12:12
თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარასთან „ერთობლივი პროექტების“ განხორციელების პოტენციალს თურქეთში ვიზიტის დროს განიხილავს.
09 მაი. ხუთშაბათი
უგულავამ პრეზიდენტობის მისთვის ყველაზე მისაღები კონკურენტი კანდიდატები დაასახელა
19:19
ყველაზე მეტად პრეზიდენტის პოსტს ირაკლი ალასანია და დავით ბაქრაძე შეეფერებიან, განაცხადა თბილისის მერმა.
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 4.25%–მდე ამცირებს
12:41
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლის შემცირებაა მოსალოდნელი, რადგანაც ბიზნესი „ჯერ კიდევ არ გამოსულა მოლოდინის რეჟიმიდან“.
აშშ–ის ელჩი საქართველოში გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ვიზიტის შესახებ
12:15
განხილულ იქნა კონტრტერორიზმში თანამშრომლობის საკითხი, მათ შორის სოჭის ოლიმპიური თამაშების ჭრილში, განაცხადა ნორლანდმა.
08 მაი. ოთხშაბათი
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი საქართველოს სტუმრობს
16:44
რობერტ მიულერი ოთხშაბათს თბილისში მართავს მოლაპარაკებებს მას შემდეგ, რაც სამშაბათს მოსკოვს სტუმრობდა.
უსუფაშვილი დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმაზე
16:28
მისი თქმით, ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა ოქტომბრამდე ვერ მოესწრება, თუმცა შესაძლოა მოხდეს რამოდენიმე „გადაუდებელი“ ცვლილების ინიცირება.
07 მაი. სამშაბათი
ივანიშვილი შრომის კოდექსში წარმოდგენილ ცვლილებებს აკრიტიკებს
19:43
„ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ამ ეტაპზე ადამიანური პირობები შევუქმნათ დაქირავებულებს, მაგრამ ინტერესი არ დავუკარგოთ ინვესტორებს“, - განაცხადა მან.
ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ ორშაბათს დასახელდება
18:22
ივანიშვილის ინფორმაციით, ამ თემაზე კონსულტაციები შაბათ-კვირას არის დაგეგმილი.
ზალკალიანი იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუციის თაობაზე გაეროს სტუმრობდა
14:16
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიუ–იორკში გაეროს შტაბბინას 1–7 მაისს სტუმრობდა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს
13:20
სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი ასევე შედის დელეგაციის შემადგენლობაში.
სააკაშვილი ბაქოში ალიევს შეხვდა
12:13
საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიის ფორუმის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.
მართლმადიდებლური ეკლესია აბორტის წინააღმდეგ კანონის მიღებისკენ მოუწოდებს
10:30
საქართველოს პარტიარქმა განაცხადა, რომ ეს „მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის“ მოგვარებას დაეხმარება.
06 მაი. ორშაბათი
შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელს სტუმრობს
15:29
ღარიბაშვილი თავის კოლეგას, ასევე უშიშროების და კავშირგაბმულობის მინისტრებს შეხვდება.
ივანიშვილი: ‘ვიცი ყველაფერი სწრაფად არ დალაგდა და ხალხშიც უკმაყოფილებაა’
15:19
„არ ვიჩქაროთ ზედმეტად, არაფერი არ გავაფუჭოთ, ნელ-ნელა დავალაგოთ,“ განაცხადა მან.
1.7%-იანი წლიური დეფლაცია აპრილში
14:04
აპრილში ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.4% იყო.
04 მაი. შაბათი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმესთან დაკავშირებულ პირებს აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდათ
18:30
დაკავებული რვა პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ერთს გირაოს გადახდა დააკისრა.
პოლიცია ინტერნეტით ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებულ პირად ცხოვრებაში ჩარევის ფაქტს იძიებს
18:02
ფარულად გადაღებული ინტიმური სცენების გავრცელებამ კიდევ უფრო გაამძაფრა წუხილები პირად ცხოვრებაში ჩარევის თაობაზე.
03 მაი. პარასკევი
ვიცე–პრემიერი მარგველაშვილი შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს
17:56
მარგველაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი „როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია“ და „კოშმარია ბიზნესისთვის“.
სეპარატისტულ რეგიონებში უკანონო შესვლის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობას დეპუტატები 15 მაისს განაგრძობენ
15:26
2 მაისს გამართული ცხარე და განზრახ გაჭიანურებული დებატების გამო კენჭისყრა ვერ შედგა პარლამენტის სამუშაო დროის ამოწურვის გამო.
02 მაი. ხუთშაბათი
Freedom House: პროგრესის მიუხედავად, მედია საქართველოში კვლავ 'ნაწილობრივ თავისუფალია'
20:29
მსოფლიოში პრესის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ კვლევაში საქართველოს რეიტინგი ზედიზედ მეოთხე წელია უმჯობესდება.
საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას ადასტურებს
19:04
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყნის მონაწილეობას 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში.
რუმინეთმა სტატუს ნეიტალური სამგზავრო დოკუმენტები აღიარა
18:40
რუმინეთი მეთერთმეტე ქვეყანა გახდა, რომელმაც სეპარატისტული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი ეს დოკუმენტი ცნო.
დეპუტატები სეპარატისტულ რეგიონებში უკანონო შესვლის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციაზე კანონპროექტს განიხილავენ
17:54
განხილვა პროცედურულ საკითხებზე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ყველა მეთოდს იყენებს ცვლილებების მიღების წინააღმდეგ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
12:00
2.5 მილიონი ლარის გაფლანგვის ფაქტზე სამინისტროს რამდენიმე თანამდებობის პირი დააკავეს.
ჯონ კერი ვაშინგტონში სააკაშვილს შეხვდა
11:50
„მივესალმებით ხელისუფლების დემოკრატიულ გადაცემას“, რასაც საქართველოში აქვს ადგილი, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა.
პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა
11:35
დემონსტრაცია სტუდენტების ჯგუფის ორგანიზებული იყო და შრომის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებდა.
01 მაი. ოთხშაბათი
ეროვნული კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის გამოძიებას თინა ხიდაშელი უხელმძღვანელებს
20:22
პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია 1 მაისის გადაწყვეტილებით შექმნა.
ბრალდებულს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის თავისუფლება შეუნარჩუნდა
20:15
საპარლამენტო უმრავლესობამ შესაბამის კანონპროექტზე არც პრეზიდენტის ვეტო დაძლია და არც მის მიერ მიღებულ ვარიანტს დაუჭირა ხელახლა მხარი.
იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე პრეზიდენტის ვეტო დაიძლია
20:11
ვეტოს დაძლევას 91-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტმა ხუთი ახალი ელჩი დაამტკიცა
19:49
ევროპის საბჭოში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ლიტვაში და ყაზახეთში ელჩები მას შემდეგ შეუდგებიან საქმიანობას, რაც მათ დანიშვნას პრეზიდენტი სააკაშვილი მოაწერს ხელს.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მიესალმებიან ივანიშვილის განცხადებას MAP–ზე
16:17
„ამის გარშემო უნდა იყოს პოლიტიკური სპექტრი გაერთიანებული“, - განაცხადა ბოკერიამ.
უსუფაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე: ‘უფრო ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო მგრძნობიარე საკითხებზე საუბრისას’
13:06
პარლამენტის თავმჯდომარეს ლოპოტას ოპერაციის შესახებ პრემიერ–მინისტრის განცხადება ჰქონდა მხედველობაში.
ივანიშვილი MAP–ის მიღებას მომავალი წლის მიზნად ისახავს
11:33
„შემდეგ წელიწადს ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ძალიან მკვეთრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და MAP–ი მაინც უნდა მივიღოთ“, განაცხადა მან.
30 აპრ. სამშაბათი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეცვლა 2014 წლიდან იგეგმება
18:04
ამ ვადას ითვალისწინებს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც 15-წევრიანი საბჭო 9-მდე მცირდება.
წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში მშპ–ს ზრდამ 1.7% შეადგინა
14:01
წინასწარი მონაცემებით, იანვარში მშპ 2.9%–მდე გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თებერვალში 2.1%–მდე შემცირდა, ხოლო მარტში – 0.2%–მდე.
უკანონო თვალთვალის აღსაკვეთად მთავრობა კონტროლის ძლიერი მექანიზმების შემოღებას პირდება
12:32
პრემიერ–მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ პირობა დადეს, რომ ამ საკითხზე მჭიდროდ ითანამშრომლებენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
29 აპრ. ორშაბათი
ალასანია ლოპოტას ოპერაციის გამოძიების შესახებ
18:48
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით“ ყოფილი ხელისუფლების ტერორისტებთან კავშირზე „მტკიცების საფუძველი არ გვაქვს“, განაცხადა მან.
ივანიშვილი ერთი მინისტრის შესაძლო დათხოვნაზე მიანიშნებს
16:52
„დიდი იმედი აღარ მაქვს, რომ შიგნითვე მოვახერხებთ ამ მინისტრთან [პრობლემის] დალაგებას“, განაცხადა მან.
ივანიშვილი კვლავ ლოპოტას ხეობაში მომხდარი შეტაკების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობს
15:49
მისი თქმით, საზიანო იქნება ქვეყნისთვის, თუ ამას სხვები გააკეთებენ და არა საქართველო.
სააკაშვილი: ‘ნაციონალური მოძრაობა სერიოზულ ნოკდაუნში იმყოფება, ეს არ აღმოჩნდა ნოკაუტი ’
11:27
ივანიშვილის თქმით, ის მოელის, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე 10%–საც ვერ მიიღებს.
სხვა ამბები »
RSS
Mobile
Twitter
Facebook
block wide #3:
სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
125
Visitors
Since July 1, 2001