Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილმა პარლამენტსა და საზოგადოებას მიმართა
/ 10 თებ.'05 / 14:35
გიორგი სეფაშვილი, "სივილ ჯორჯია"

საქართველოს პარლამენტში 10 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანამ შეძლო განვითარება “არშემდგარი სახელმწიფოდან სახელმწიფოსკენ“ 2003 წლის “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. 
 
თავის ერთსაათიან წლიურ მოხსენებაში პარლამენტის და საზოგადოებისადმი, პრეზიდენტმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა, ასევე მიმოიხილა ის მიღწევები და “უამრავი გამოწვევაზე“, რომლებიც საქართველოს ჯერ კიდევ წინ აქვს.  
 
პარლამენტში გამოსვლისას, რომელსაც “ახალი მემარჯვენეების“ ოპოზიციურმა ფრაქციამ უკვე მისცა “შოუს“ შეფასება, პრეზიდენტი ძირითადად საქართველოს რიგით მოქალაქეებს მიმართავდა. სხდომაზე მოწვეულებს შორის იყვნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, მათ შორის მასწავლებლები, ჯარისკაცები და საპატრულო პოლიციის ოფიცრები. სააკაშვილმა მადლობა მოუხადა თითოეულ მათგანს, ცალ–ცალკე, გაწეული საქმიანობისთვის, რითაც აშკარად მეტი ემოციური მუხტი შემატა თავის გამოსვლას.
 
მიღწევები
 
მიხეილ სააკაშვილმა თავისი მოხსენება იმ წარმატეტებით დაიწყო, რომელსაც ქვეყნის ახალმა მთავრობამ გასული წლის მანძილზე მიაღწია. ამ მიღწევებს შორის მან ჩამოთვალა აჭარის რეინტეგრაცია, კორუფციისა და კონტრაბანდის აღმოფხვრა, საპატრულო პოლიციის შექმნა და ფინანსური პოლიციის ჩამოყალიბება, რომლის ძირითადი მიზანიც კონტრაბანდასთან ბრძოლაა, რაც მთავრობის მთავარ მიღწევად მიიჩნევა.
 
მან ყურადღება გაამახვილა “ახალი, არც ისე დიდი, თუმცა კარგად-გაწვრთნილი შეიარაღებული ძალების მშენებლობის“ პროცესზე.
 
“იმისათვის, რომ მშვიდობა მოვიპოვოთ, ჩვენ უნდა გავხდეთ ძლიერი ერი, ძლიერი არმია მთავარი კომპონენტია ამ პროცესში“, განაცხადა მან.
 
მან ასევე ისაუბრა პრივატიზაციის პროცესზე, რომელიც ქვეყნის ხელმძღვანელობამ გასულ წელს დაიწყო. “ჩვენ გვჭირდება პრივატიზაცია, რათა მოვიზიდოთ ინვესტიციები და შევქმნათ სამუშაო ადგილები“, განაცხადა სააკაშვილმა.
 
პრეზიდენტის თქმით, ენერგეტიკის სექტორი, განათლება, ჯანდაცვის სისტემა და თავდაცვა ის სფეროები იქნება, სადაც მოხდება პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების ინვესტირება.
 
მისი განცხადებით, მთავრობამ შეძლო “საპენსიო და სახელფასო დავალიანებების დაფარვა“, ასევე შეძლო შემოსავლების გაზრდა. ამ კუთხით, მან ხაზი გაუსვა ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის როლს.
 
“ზურაბ ნოღაიდელი წარმოვადგინე ერთადერთი ნიშნით, გასულ წელს ხელფასები და პენსიები დროულად გაიცემოდა, გაიზარდა შემოსავლები, რაც  ფინანსთა სამინისტროს დამსახურებაა. ადამიანი, რომელიც ასე მუშაობს, უნდა დაწინაურდეს”,  განუცხადა პრეზიდენტმა 10 თებერვალს დეპუტატებს.
 
პრობლემები
 
სააკაშვილის თქმით, მიუხედავად მიღწევებისა, ქვეყანას წინ “უამრავი პრობლემა ელის“. მისი თქმით, მთავრობამ ვერ შეძლო ახალი სამუშაო ადგილების შექმნა  კერძო სექტორში და ევროპული სტილის ეკონომიკის ჩამოყალიბება“.
 
“ჩვენ ბევრი თანამშრომელი გავათავისუფლეთ სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, მაგრამ ეს შეუქცევადი პროცესი იყო. ამავე დროს ჩვენ ვერ შევქმენით ახალი სამუშაო ადგილები კერძო სექტორში“, აღნიშნა მან.
 
სააკაშვილის თქმით, ბიზნესისა და ტურიზმის განვითარება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. “თუმცა, თავდაპირველად ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო“, დასძინა პრეზიდენტმა.
    
სააკაშვილის თქმით, განათლებისა და სასამართლო სისტემის რეფორმირებაში შეფერხებები არ უნდა იყოს. კოტე კემულარია [უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც პრეზიდენტმა იუსტიციის მინისტრად წარადგინა] ინტენსიურად იმუშავებს ამ საკითხზე თავის ახალ თანამდებობაზე“, დასძინა პრეზიდენტმა.
 
მისი თქმით, იგი არ არის მზად რეგიონებში ყველა ოფიციალური პირი ცენტრიდან დანიშნოს. “ყველა ქალაქის მერი მომავალი წლიდან უნდა იყოს არჩეული“,  განაცხადა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მერის არჩევნები პირაპირი წესით მოხდება, თუ მათ საკრებულოები აირჩევენ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, შემცირდება პარლამენტართა რიცხვი 235-დან 150-მდე, როგორც ეს 2003 წლის ნოემბერში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გადაწყდა. მისი თქმით, ასევე უნდა შეიქმნას ორ პალატიანი პარლამენტი, თუმცა არ უთქვია როდიდან.
 
“2,300,000 ამომრჩეველმა განაცხადა, რომ დეპუტატთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 150-ს. უნდა გვყავდეს სულ ცოტა 50 მაჟორიტარი დეპუტატი [ამჟამად მათი რიცხვი 75 შეადგენს] და ასევე უნდა დარჩნენ პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები“, განაცხადა სააკაშვილმა.
 
საგარეო პოლიტიკა
 
პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, საქართველო “მიმზიდველი ქვეყანა გახდა დანარჩენი მსოფლიოსთვის“. “და ეს იმიტომ არ მოხდარა, რომ საქართველო დერეფნის როლს ასრულებს“, აღნიშნა მან, მხედველობაში ჰქონდა რა საქართველოს როლი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის საქმეში.  
 
მისი თქმით, საქართველოს იდეალური ურთიერთობები აქვს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან. “და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ იდეალურ ურთიერთობებზე“, დასძინა პრეზიდენტმა.
 
მისი თქმით, პოსტ-საბჭოთა სივრცეში წარმოიშვა კიდევ ერთი სახელმწიფო საქართველოს მსგავსი მისწრაფებებით - უკრაინა.
 
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რუსეთთან ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები. იგი რუსეთს ორმხრივი კომპრომისისკენ მოუწოდებს.
 
სააკაშვილის თქმით, იგი მზად არის კიდევ ერთხელ ჩავიდეს მოსკოვში და შეხვდეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დარეგულირდეს.
 
“მზად ვარ ხელახლა გაუწოდო მეგობრობის ხელი პუტინს, სამწუხაროდ შარშან ჩემი გაწვდილი ხელი ჰაერში დარჩა. რუსეთთან არის პრობლემები, მაგრამ ეს უნდა გამოსწორდეს კომპრომისების გზით, რომელიც უნდა იყოს არა ცალმხივი, არამედ ორმხრივი”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი მოსკოვს გასული წლის 11-13 თებერვალს სტუმრობდა.
 
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არ აპირებს უცხოური ქვეყნების ბაზები განალაგოს თავის მიწაზე.

უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
63