Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:47 - 26 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო სოლსბერის ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ინტერესთა სექციის თანამშრომელს აძევებს
Civil Georgia, Tbilisi / 29 მარ.'18 / 14:53

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი და ქვეყნიდან შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციის თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენება „წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას საერთო უსაფრთხოებისთვის“, - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 29 მარტს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში და დასძენს, რომ ქვეყანა სოლიდარობას უცხადებს გაერთიანებულ სამეფოს.

„[სამინისტრო] მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველომ მანამდეც დაგმო სოლსბერის ინციდენტი, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისის „სრული მხარდაჭერა“ გამოუხატა გაერთიანებულ სამეფორს სიმართლის ძიების საქმეში.

საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა.

შვეიცარიამ თბილისში მდებარე საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია 2009 წლის 5 მარტს გახსნა. პარალელურად გაიხსნა საქართველოს ინტერესთა სექცია შვეიცარიის საელჩოში მოსკოვში.  

უახლესი ამბები
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
23 აპრ.'18 18:28
სასამართლომ ბაჩო ახალაია პოლკოვნიკ თეთრაძის საქმეში დამნაშავედ სცნო
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს საქალაქო სასამართლო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
23 აპრ.'18 17:59
ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 აპრილს გაემგზავრა, სადაც თვის ბოლომდე დარჩება.
23 აპრ.'18 15:42
წითელი ჯვარი: აფხაზეთის კონფლიქტისას გაუჩინარებული 22 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია
იდენტიფიკაცია იმ სააკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც წითელი ჯვრის მხარდაჭერით 2010 წელს ჩამოყალიბდა.
23 აპრ.'18 15:34
რუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ თბილისის პოლიტიკას აკრიტიკებს
მარია ზახაროვას თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს ახალი პოლიტიკური რეალობა და აღიაროს მათი დამოუკიდებლობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
107