Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:47 - 26 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უფრო ახლო თანამშრომლობაზე თანხმდებიან
Civil Georgia, Tbilisi / 16 მარ.'18 / 15:47


აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, 15 მარტი, 2018, ბაქოში. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მარტს ბაქოში შეიკრიბნენ და მინისტრების დონეზე რეგულარულ ოთხმხრივ შეხვედრებს ჩაუყარეს საფუძველი.

გუშინდელ მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადეს რიგ სფეროებში, მათ შორის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის და გარემოს დაცვის სფეროებში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომელიც ხაზს უსვამს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას ტრანსპორტის სფეროში, კერძოდ კი „სამხრეთ-დასავლეთის“ მარშრუტის მნიშვნელობას, რომელიც ირანის პორტებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას დაუკავშირებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მინისტრებმა ერთგულება გამოხატეს საერთაშორისო სამართლის იმ პრინციპების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოთა სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობას, ასევე რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ეხება.

„გვწამს, რომ ეს ოთხმხრივი ფორმატი კიდევ უფრო გააძლიერებს ოთხი ქვეყნის ხალხებს შორის სოლიდარობასა და თანამშრომლობას და ის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ინტერესებს მოემსახურება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის  შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ბაქოში ჯანელიძემ პირისპირ შეხვედრები გამართა თურქეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან და  მოჰამედ ჯავად ზარიფთან, სადაც მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

უახლესი ამბები
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
23 აპრ.'18 18:28
სასამართლომ ბაჩო ახალაია პოლკოვნიკ თეთრაძის საქმეში დამნაშავედ სცნო
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს საქალაქო სასამართლო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
23 აპრ.'18 17:59
ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 აპრილს გაემგზავრა, სადაც თვის ბოლომდე დარჩება.
23 აპრ.'18 15:42
წითელი ჯვარი: აფხაზეთის კონფლიქტისას გაუჩინარებული 22 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია
იდენტიფიკაცია იმ სააკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც წითელი ჯვრის მხარდაჭერით 2010 წელს ჩამოყალიბდა.
23 აპრ.'18 15:34
რუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ თბილისის პოლიტიკას აკრიტიკებს
მარია ზახაროვას თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს ახალი პოლიტიკური რეალობა და აღიაროს მათი დამოუკიდებლობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
103