Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:47 - 26 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კვირიკაშვილი: რუსეთის პასუხი „ტოვებს სივრცეს საუბრისათვის“
Civil Georgia, Tbilisi / 14 მარ.'18 / 16:31


პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 14 მარტი, 2018. ფოტო: gov.ge

„ბევრი რამ შეიძლება არ იყოს მისაღები მოსკოვის პასუხში, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად სათქმელია - ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 14 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერის 9 მარტის მიმართვამ რუსეთისადმი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხმა შეასუსტა ქვეყნის პოზიციები.

„ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ „ჩვენი თითოეული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“.

„როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, როდესაც საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ დროს, რათა დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი საკუთარი იმიჯის ხარჯზე და ხაზზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანს. ეს მცირედი პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში თუ რამ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება“, - აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრის განცხადება საგარეო საქმეთა მინსიტრმა მიხეილ ჯანელიძემ განმარტა და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს „ძალიან მნიშვნელოვან“ ფორმატად მიიჩნევს და შესაძლებლად მიიჩნევს ამ ფორმატში „ახალი შესაძლებლობების მოძებნას“.

„საქართველოს მთავრობის მიდგომა რჩება კონსტრუქციული და არის ორიენტირებული რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების მოძებნისკენ. ჩვენ გავაგრელებთ სწორედ ამ პრინციპით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მონაწილეობას“, - განაცხადა ჯანელიძემ. „ჩვენი მიდგომა უკავშირდება იმას, რომ მოიძებნოს ამ რთული ჩიხური მდგომარეობიდან შესაძლო გამოსვლის გზები და თუ ამისთვის საჭიროა მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობა და ჩვენ ვთვლით, რომ მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობით შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა, ჩვენ ამისთვის მზაობას გამოვთქვამთ“, - განაცხადა მან.

„ეს არ გულისხმობს, რომ შემდეგ რაუნდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება ჟენევაში. ჟენევის შემდეგი რაუნდი ჩატარდება ისეთივე ფორმატში, რა ფორმატშიც აქამდე მიმდინარეობდა, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ მომდევნო რაუნდზე და მის შემდეგ რაუნდებზე შეიქმნას იმის საფუძველი, რომ გადავდგათ ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჯანელიძემ ასევე ისაუბრა კვირიკაშვილის მიერ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის შეთავაზებაზე და აღნიშნა, რომ ამგვარი დიალოგი 90-იანი წლებიდან მიმდინარეობს. „ჩვენი მიზანია, რომ ეს დიალოგი იყოს კიდევ უფრო აქტიური, კიდევ უფრო შედეგზე ორიენტირებული და შედეგი არის შერიგება. შედეგი არის საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოების გაერთიანება და იმ დიდი ტრამვების მოშუშება, რომელიც ჩვენ გვაქვს, საზოგადოებას“, - განაცხადა მან.   

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
23 აპრ.'18 18:28
სასამართლომ ბაჩო ახალაია პოლკოვნიკ თეთრაძის საქმეში დამნაშავედ სცნო
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს საქალაქო სასამართლო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
23 აპრ.'18 17:59
ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 აპრილს გაემგზავრა, სადაც თვის ბოლომდე დარჩება.
23 აპრ.'18 15:42
წითელი ჯვარი: აფხაზეთის კონფლიქტისას გაუჩინარებული 22 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია
იდენტიფიკაცია იმ სააკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც წითელი ჯვრის მხარდაჭერით 2010 წელს ჩამოყალიბდა.
23 აპრ.'18 15:34
რუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ თბილისის პოლიტიკას აკრიტიკებს
მარია ზახაროვას თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს ახალი პოლიტიკური რეალობა და აღიაროს მათი დამოუკიდებლობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
83