Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ვიზიტი დაასრულა
Civil Georgia, Tbilisi / 23 იან.'18 / 14:02

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, 21-22 იანვარს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას სტუმრობდა, სადაც მოლაპარაკებები გამართა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელ პირებთან და პრემიერ-მინისტრთან.

22 იანვარს ირაკლი კობახიძე შეხვდა უზბეკეთის პარლამენტის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს, ნურდინჟონ ისმოილოვს, ასევე მოლაპარაკებები გამართა სენატის თავმჯდომარესთან, ნიგმატილა იულდოშევთან, რომელთან ერთადაც ხელი მოაწერა მემორანდუმს ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ.

იმავე დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს, აბდულა არიპოვს შეხვდა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, აბრეშუმის გზის პროექტი, აგრეთვე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხი განიხილა. 

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ასევე ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს და ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ძალიან დიდი პერსპექტივა ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან ერთად“, - განაცხადა ვიზიტის შედეგების შეჯამებისას ირაკლი კობახიძემ. მისივე განცხადებით, პარლამენტებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ორი ქვეყანის „ურთიერთობების ახალი ეტაპის ძალიან კარგი დასაწყისი“ გახდება. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთში ხუთი დეპუტატისგან შემდგარ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
84