Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო Human Rights Watch-ის ყოველწლიურ ანგარიშში
Civil Georgia, Tbilisi / 20 იან.'18 / 15:14

2017 წელს მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე, განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა, - ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის მიერ 18 იანვარს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანაში 2016 წლის ბოლოდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს. 
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, პრეზიდენტმა და არასამათავრობო ორგანიზაციებმა „გააკრიტიკეს ახალი კონსტიტუცია, მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის 2024 წლამდე გადავადების გამო“, რომელიც პარლამენტის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევას ითვალისწინებს და ჩაანაცვლებს დღეს მოქმედ შერეულ საარჩევნო სისტემას. 
Human Rights Watch-ი პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობაზეც საუბრობს. „საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იწყება გამოძიება, ის მიმდინარეობს ისეთი მუხლებით, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებს“, - ვკითხულობთ ანგარიშში. 
ამ კონტექსტში, Human Rights Watch-ი საქართველოდან გაუჩინარებული და აზერბაიჯანში დაპატიმრებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საუბრობს, მიუთითებს რა ჟურნალისტის განცხადებაზე, რომ ის თბილისიდან „პოლიციის ფორმიანმა“ ადამიანებმა გაიტაცეს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ნარკომომხმარებლების მიმართ „დასჯაზე ორიენტირებული“ პოლიტიკის გატარებას განაგრძობდა, რის მაგალითადაც მოყვანილია ე.წ. რეპერების საქმე, რომელსაც გასული წლის ივნისში, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა. „ნარკოდანაშაულები ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმებით და სხვა უფლებების შეზღუდვით“, - ვკითხულობთ დოკუმენტში. 
Human Rights Watch-ის თანახმად, „შეშფოთებას იწვევდა“ მდგომარეობა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით. ამ საკითხზე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალ კონსტიტუციაში შეტანილი ქორწინების განმარტება, რომელიც „ქალისა და მამაკაცის კავშირად“ განისაზღვრება, იწვევდა უფლებადამცველი ორგანიზაციების შეშფოთებას, რომ ახალი საკონსტიტუციო ნორმა „კიდევ უფრო გააძლიერებდა ფართოდ გავრცელებულ ჰომოფობიას“. ანგარიშში ასევე საუბარია ლგბტ პირებსა და აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტებზე
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ყურადღებას უთმობს მედიის თავისუფლების საკითხს და განიხილავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ტოკშოუების დახურვის თაობაზე, ასევე - „ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის“ - რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ დავას, რომელიც, Human Rights Watch-ის თქმით, „შეშფოთებას იწვევდა ხელისუფლების მედიაში ჩარევის“ გამო. 

უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
80