Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
Civil Georgia, Tbilisi / 16 იან.'18 / 18:13

36-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 16 იანვარს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მიესალმება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას კანონპროექტზე ვეტოს დადების თაობაზე და მოუწოდებს პარლამენტს, რომ მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის შენიშვნებს.

„ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის გაუმჭვირვალე შესყიდვების პროცედურებს, კომერციული რეკლამისა თუ სპონსორობის განთავსების დროის გაზრდას და სხვა პრობლემატურ საკითხებს“, - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი კანონი „მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს.  ასევე, დააზარალებს კერძო მაუწყებელებს და ზოგადად ქართულ მედიაგარემოს“.

„შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო... და კანონში ცვლილებები იმ ფორმით მიიღოს, რომ ზიანი არ მიადგეს მედიაგარემოს და შესაბამისობაში იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა გასულ თვეს მიიღო და რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო გუშინ დაადო, საზოგადოებრივ მაუწყებელს საბიუჯეტო სახსრების განკარგვაში მეტ თავისუფლებას და კომერციული რეკლამიდან დამატებითი შემოსვლების მიღების შესაძლებლობას ანიჭებს. კანონპროექტი უკვე გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო მაუწყებლების მწვავე კრიტიკის საგანი.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
84