Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
Civil Georgia, Tbilisi / 16 იან.'18 / 12:19


წყარო: Freedom House-ის ანგარიში „თავისუფლება მსოფლიოში 2018 წელს“

საქართველო შესაძლოა თავისი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს უახლოვდებოდეს და ამიტომ მომავალ წელს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ნათქვამია Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშში.   

„თავისუფლება მსოფლიოში 2018 წელს“ მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით 195 ქვეყანასა და 14 ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას იკვლევს და 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

თითოეულ ქვეყანას ან ტერიტორიას ენიჭება სტატუსი „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ან „არა თავისუფალი“ პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში მიღებული ქულების მიხედვით 1–დან 7–მდე შკალაზე, სადაც 1 წარმოადგენს ყველაზე თავისუფალს, ხოლო 7 ყველაზე ნაკლებად თავისუფალს.

ანგარიშის თანახმად, 2017 წელს პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში საქართველოს რეიტინგი უცვლელი დარჩა 3 ქულაზე; ქვეყანა კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში დარჩა. თუმცა, საქართველო „2018 წელს დასაკვირვებელი ქვეყნების“ სიაში შევიდა.

ცოტა ხნის წინ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რაც მილიარდელ ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, დანაწევრებული ოპოზიციის წინააღმდეგობას მომავალ არჩევნებზე კიდევ უფრო სათუოს გახდის და პოტენციურად კიდევ უფრო გააძლიერებს მმართველი პარტიის კონტროლს მომდევნო წლებში, ნათქვამია „2018 წელს დასაკვირვებელი ქვეყნების“ ნაწილში საქართველოს შესახებ.     

საქართველოს ევრაზიის ნაწილშიცაა მოხსენიებული. „რეგიონის დემოკრატიისთვის ალბათ ყველაზე საგანგაშო საფრთხე მოიცავდა ავტორიტარულ ძალებს, რომლებმაც საზღვრებიც გადალახეს თავიანთი ოპონენტების დასასჯელად. გადასახლებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში სავარაუდოდ ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს, შემდეგ საზღვარზე გადაიყვანეს აზერბაიჯანში, რამაც აღძრა წუხილები გატაცებაში საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობის თაობაზე“, - ნათქვამია ანგარიშში. 

Freedom House-ის კვლევაში სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „სადავო ტერიტორიების“ კატეგორიაში გადიან. წინა ანგარიშების მსგავსად, ცხინვალის რეგიონს „არა თავისუფალის,“ ხოლო აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალის“ სტატუსი აქვთ მინიჭებული. წინა ანგარიშების მსგავსად, პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში აფხაზეთს 4 ქულა აქვს და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში – 5 ქულა; ხოლო სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს 7 ქულა აქვს პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში და 6 ქულა სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში.

უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
82