Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
Civil Georgia, Tbilisi / 15 იან.'18 / 18:32

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ვეტო დაადო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2017 წლის 22 დეკემბერს შეტანილ ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს საბიუჯეტო სახსრების განკარგვაში მეტ თავისუფლებას და კომერციული რეკლამიდან დამატებითი შემოსვლების მიღების შესაძლებლობას ანიჭებს.

გადაწყვეტილების დასაბუთებისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც სიკეთე არ უნდა იყოს დაპირისპირებული მეორე მნიშვნელოვან სიკეთესთან - მედიამრავალფეროვნებასთან“, რის საფრთხესაც მარგველაშვილი კომერციული რეკლამის ბაზარზე საბიუჯეტო დაფინანსების მქონე არხის შესვლაში ხედავს. მისივე თქმით, ამან შესაძლოა კერძო ტელევიზიების შემოსავლები შეამციროს; საარსებო რესურსების გარეშე კი, მედია მეოთხე ხელისუფლების როლს ვერ შეასრულებს. 

„ჩვენ შეიძლება შედეგად მივიღოთ მედიადივერსიფიკაციის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დემოკრატიული სიკეთის დაზარალება, რაც ჩემთვის არის მიუღებელი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

მარგველაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ის ცვლილებებიც გააკრიტიკა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სისტემიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გასვლას ითვალისწინებს. მისი თქმით, ის იზიარებს აზრს, რომ „შესყიდვების შესახებ“ კანონი დახვეწას საჭიროებს, თუმცა შესყიდვების მიმართულებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები არის „არა ჩანაცვლება ხისტი, [შესყიდვების]არსებული კანონისა უფრო უკეთესი, ევროპული სტანდარტით, არამედ საერთოდ გაუქმება იმ რეგულაციებისა, რომლებიც შექმნილია იმისათვის, რომ ჩვენი, მოქალაქეების გადასახადებიდან დაფინანსებული ფული იხარჯებოდეს გამჭირვალედ“. 

პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ პარლამენტი „კარგად გაიაზრებს“ მის მოტივირებულ შენიშვნებს და „გადაწყვეტილებას მიიღებს როგორც მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად, ასევე სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი და გამჭირვალე ხარჯვის მიმართულებით“. 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებებს კერძო ტელევიზიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ცვლილებები მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციისთვის, ასევე მმართველი გუნდის ნაწილისთვისაც, რომელმაც, მეორე და მესამე მოსმენებით განხილვისას, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, დეკემბერში კანონპროექტზე მსჯელობისას, დეპუტატებმა „ინფორმირებული და კარგად გააზრებული გადაწყვეტილება“ მიიღეს, „თუმცა, მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის საკითხები, რომლებსაც მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა“.

ვეტოს დადებამდე, რასაც კერძო ტელევიზიები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, პრეზიდენტმა მათთან, ასევე - საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს წევრებთან კონსულტაციები გამართა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ბოლო შეხვედრა 12 იანვარს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა მედია ადვოკატირებისთვის შექმნილ კოალიციასთან გამართა, რომელშიც საია, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ღია საზოგადოება-საქართველო და სხვა ორგანიზაციები შედიან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
82