Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:02 - 19 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კვირიკაშვილის შეხვედრა ოპოზიციის დეპუტატებთან სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა
Civil Georgia, Tbilisi / 21 დეკ.'17 / 11:47

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ნიკა მელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.

საათნახევრიანი მოსმენა, რომელიც პარლამენტში ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების წინა დღეს, 20 დეკემბერს გაიმართა, ძირითადად მშვიდობიან გარემოში წარიმართა, თუმცა ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკა მელიამ მთავრობა იმაში დაადანაშაულა, რომ მან ვერ შეძლო არასრულწლოვანთა დანაშაულის აღკვეთა და კვირიკაშვილს „არაკომპეტენტური“ ლიდერი უწოდა, რომელსაც, მისი თქმით, „პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია“ აკლია.

საპასუხო ბრალდებები კვირიკაშვილმაც გააჟღერა და აღნიშნა, რომ „სირცხვილია“, როდესაც  „მწამებლების ხელისუფლების“ წარმომადგენელი მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებს. 

ბრალდებები სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მელიამ კვირიკაშვილს „კორუმპირებული და უნამუსო“ ადამიანი უწოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა საპასუხოდ მას შეაგინა

ინციდენტიდან ცოტა ხანში პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა „ზედმეტი ემოციებისთვის“ და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა მოახერხეს და რომ „ეს არ იყო კარგი საყურებელი“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის საზოგადოებას უხდის ბოდიშს და დასძინა, რომ „რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვევალება და მერე ყველაფერი დანარჩენი“.

უახლესი ამბები
19 აპრ.'18 13:02
პრემიერ-მინისტრმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა
ნათია მიქელაძემ შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დაინიშნა.
18 აპრ.'18 19:32
მმართველი პარტიის დეპუტატები შიდაპარტიული დაპირისპირების თაობაზე შეიკრიბებიან
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრას ხვალ საღამოს გამართავს.
18 აპრ.'18 19:07
ოკუპირებული ცხინვალის მახლობლად დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის ოფიცრებმა გუშინ დააკავეს.
18 აპრ.'18 16:09
პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკის გარშემო პოლიტიკური დავა გრძელდება
პრეზიდენტი მარგველაშვილი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მის წინააღმდეგ შეთანხმებული კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს.
18 აპრ.'18 14:06
აქტივისტები საქართველოს მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოფიცრებმა დააკავეს.
18 აპრ.'18 12:04
მარგველაშვილი შეწყალების პრაქტიკის შესახებ კრიტიკას პასუხობს
პრეზიდენტი დროებით წყვეტს ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების შეწყალებას.
17 აპრ.'18 16:12
ადვოკატის თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები აკლდა
პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის მამას და ადვოკატს გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
16 აპრ.'18 18:46
შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
არჩევნები ვანის და ხონის მაჟორიტარული ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
16 აპრ.'18 17:48
სოციალ-დემოკრატები საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს
პარტიას ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში შვიდწევრიანი ფრაქცია ყავს.
16 აპრ.'18 15:07
ევროკავშირი: საქართველოს შრომის უსაფრთხოების კუთხით პროგრესი აკლია
ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების წუხილებს უპასუხა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
125