Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:13 - 16 იან.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჯანელიძე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სამომავლო ნაბიჯების შესახებ საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 20 დეკ.'17 / 19:16


მიხეილ ჯანელიძე, 20 დეკემბერი, 2017. ფოტო: mfa.gov.ge

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 20 დეკემბერს.

ჯანელიძემ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე.

თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას შეიმუშავებს, რათა საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა უფრო ფოკუსირებული გახდეს. მისი თქმით, ეს ოთხ პრიორიტეტულ სფეროს მოიცავს:

  • საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების „სრული და ეფექტური იმპლემენტაციის გზით“.  
  • ასოცირების შეთანხმების ვალდებულების მიღმა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის პროცესი. 
  • ასოცირების შეთანხმების მიღმა ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოება (რაც ექვს ნაბიჯშია დაკონკრეტებული). 
  • „20 შედეგი 2020 წლისთვის“ განსაზღვრული მიზნების მიღწევა, რაც „პრაქტიკულ, ხელშესახებ შედეგებს მოუტანს მოქალაქეებს“.

ჯანელიძემ ასევე ისაუბრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლის თაობაზე და აღნიშნა, რომ ორი უწყება წლების მანძილზე „მჭიდრო კოორდინაციით თანამშრომლობდა“, მაგრამ ხშირად ადგილი ჰქონდა ფუნქციების დუბლირებას. ჯანელიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფო აპარატის გაუქმების თაობაზე სწორედ ამ დუბლირებას აღმოფხვრის და დასძინა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ევროინტეგრაციის კომისიის ზედამხედველობით წარიმართება.

 

უახლესი ამბები
16 იან.'18 18:13
არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა.
16 იან.'18 14:15
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა
რესპონდენტების 72% ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 64% - ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
16 იან.'18 12:19
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
საქართველოს რეიტინგი მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით უცვლელი დარჩა.
15 იან.'18 18:32
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებები ხელს არ უწყობს მედიამრავალფეროვნებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის გამჭვირვალე ხარჯვას.
15 იან.'18 16:16
აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 16 საარჩევნო უბანი გაიხსნება
რაულ ხაჯიმბას და სემიონ გრიგორიევის შეხვედრაზე მომავალი არჩევნების საორგანიზაციო დეტალები იქნა განხილული.
15 იან.'18 12:28
ევროკავშირი მუხთარლის საქმის ‘საფუძვლიანი, გამჭირვალე’ გამოძიებისკენ მოუწოდებს
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც საქართველოდან მაისში გაუჩინარდა, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
13 იან.'18 13:31
აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
საგამოძიებო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდენო დღეს კი აზერბაიჯანში იქნა დაპატიმრებული.
12 იან.'18 15:12
საია-მ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოსკოვმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია.
12 იან.'18 13:04
საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრნადაკი: ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას
ამ განცხადებას წინ უძღოდა საპროტესტო ნოტა, რომელიც საქართველომ სარაევოს ბიბილოვის ვიზიტთან დაკავშირებით გაუგზავნა.
11 იან.'18 18:30
ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში კიდევ ერთ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პანკისის ხეობის მკვიდრი, ზურაბ იდოიძე, სუს-მა 9 იანვარს დააკავა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
77