Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:13 - 16 იან.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში
Civil Georgia, Tbilisi / 19 დეკ.'17 / 15:56

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც 18 დეკემბერს გამოქვეყნდა, 2008 წელს საქართველოში შეჭრას ასახელებს მოსკოვის იმ აგრესიულ ქმედებებს შორის, რომელსაც აშშ გამოწვევად მიიჩნევს.

„საქართველოში და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა აჩვენა, რომ მზად არის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვიოს“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ასევე ხაზს უსვამს, რომ მოსკოვი „განაგრძობს თავისი მეზობლების დაშინებას მუქარის შემცველი ქცევით, როგორიც არის ბირთვული პოტენციალის გაძლიერება და თავდასხმითი შეიარაღების განთავსება“.

საქართველოში შეჭრა მოყვანილია როგორც მაგალითი უსაფრთხოების სტრატეგიის უფრო ფართო ნარატივისა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, როგორც „რევიზიონისტული“ ძალა, ამერიკის შეერთებულ შტატებს უპირისპირდება და საკუთარი საზღვრების მახლობლად გავლენის სფეროების დამყარებას ცდილობს.

დოკუმენტის თანახმად, „რუსეთი დამანგრეველ ზომებს იღებს, რათა შეასუსტოს ევროპის მიმართ ამერიკის ერთგულების სანდოობა, ძირი გამოუთხაროს ტრანსატლანტიკურ ერთობას და შეასუსტოს ევროპის ინსტიტუტები და მთავრობები“; ამას გარდა, დოკუმენტის თანახმად, „დამანგრეველი ტაქტიკის მოდერნიზებული ფორმების გამოყენებით, რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების საშინაო პოლიტიკურ საქმეებში ერევა“.

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზეა ასევე საუბარი „ამერიკისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნებისთვის, სანქციების მეშვეობით, წინააღმდეგობის გაწევის აქტში“, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა 2017 წლის 2 აგვისტოს მოაწერა ხელი.

უახლესი ამბები
16 იან.'18 18:13
არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა.
16 იან.'18 14:15
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა
რესპონდენტების 72% ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 64% - ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
16 იან.'18 12:19
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
საქართველოს რეიტინგი მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით უცვლელი დარჩა.
15 იან.'18 18:32
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებები ხელს არ უწყობს მედიამრავალფეროვნებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის გამჭვირვალე ხარჯვას.
15 იან.'18 16:16
აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 16 საარჩევნო უბანი გაიხსნება
რაულ ხაჯიმბას და სემიონ გრიგორიევის შეხვედრაზე მომავალი არჩევნების საორგანიზაციო დეტალები იქნა განხილული.
15 იან.'18 12:28
ევროკავშირი მუხთარლის საქმის ‘საფუძვლიანი, გამჭირვალე’ გამოძიებისკენ მოუწოდებს
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც საქართველოდან მაისში გაუჩინარდა, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
13 იან.'18 13:31
აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
საგამოძიებო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდენო დღეს კი აზერბაიჯანში იქნა დაპატიმრებული.
12 იან.'18 15:12
საია-მ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოსკოვმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია.
12 იან.'18 13:04
საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრნადაკი: ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას
ამ განცხადებას წინ უძღოდა საპროტესტო ნოტა, რომელიც საქართველომ სარაევოს ბიბილოვის ვიზიტთან დაკავშირებით გაუგზავნა.
11 იან.'18 18:30
ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში კიდევ ერთ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პანკისის ხეობის მკვიდრი, ზურაბ იდოიძე, სუს-მა 9 იანვარს დააკავა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
74