Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:02 - 19 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
Civil Georgia, Tbilisi / 18 დეკ.'17 / 12:37

2018 წლის აპრილში, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. კენჭისყრის ზუსტ თარიღს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე გამოაცხადებს. 

სადეპუტატო მანდატი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც 16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი, გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ლილუაშვილი, რომელიც აღნიშნულ მაჟორიტარულ ოლქში მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ წარადგინა, დეპუტატის უფლებამოსილებას 2016 წლის ნოემბრიდან ახორციელებდა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
 
საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატებისთვის განკუთვნილია 73 ადგილი, რომელთა დასაკავებლადაც კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. დანარჩენი 77 მანდატი კი - პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ დეპუტატებზე ნაწილდება.

ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა. მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს - მაჟორიტარული და პროპორციული სისტემებით, 2024 წლიდან კი - მხოლოდ პროპორციული სისტემით გაიმართება.

უახლესი ამბები
19 აპრ.'18 13:02
პრემიერ-მინისტრმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა
ნათია მიქელაძემ შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დაინიშნა.
18 აპრ.'18 19:32
მმართველი პარტიის დეპუტატები შიდაპარტიული დაპირისპირების თაობაზე შეიკრიბებიან
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრას ხვალ საღამოს გამართავს.
18 აპრ.'18 19:07
ოკუპირებული ცხინვალის მახლობლად დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის ოფიცრებმა გუშინ დააკავეს.
18 აპრ.'18 16:09
პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკის გარშემო პოლიტიკური დავა გრძელდება
პრეზიდენტი მარგველაშვილი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მის წინააღმდეგ შეთანხმებული კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს.
18 აპრ.'18 14:06
აქტივისტები საქართველოს მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოფიცრებმა დააკავეს.
18 აპრ.'18 12:04
მარგველაშვილი შეწყალების პრაქტიკის შესახებ კრიტიკას პასუხობს
პრეზიდენტი დროებით წყვეტს ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების შეწყალებას.
17 აპრ.'18 16:12
ადვოკატის თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები აკლდა
პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის მამას და ადვოკატს გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
16 აპრ.'18 18:46
შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
არჩევნები ვანის და ხონის მაჟორიტარული ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
16 აპრ.'18 17:48
სოციალ-დემოკრატები საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს
პარტიას ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში შვიდწევრიანი ფრაქცია ყავს.
16 აპრ.'18 15:07
ევროკავშირი: საქართველოს შრომის უსაფრთხოების კუთხით პროგრესი აკლია
ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების წუხილებს უპასუხა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
127