Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:13 - 16 იან.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
Civil Georgia, Tbilisi / 9 დეკ.'17 / 14:34

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის ახალი ძალების მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებამ 8 დეკემბერს გვიან საღამოს დააკავა, სამი დღის წინ მისი დაკავების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დანაშაულებრივი ჯგუფების მხარდაჭერა და მათი კრიმინალური საქმიანობების დაფარვა ედება ბრალად, კიევის სოლომიანკას რაიონში მდებარე ბინიდან აიყვანეს და დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ექს-პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირმა, დავით საყვარელიძემ, რომელმაც პირველმა გაახმოვანა ინფორმაცია დაკავების შესახებ, უთხრა „რუსთავი 2“-ს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი მეგობრის ბინაში დააკავეს, სადაც ის გამოჯანმრთელების მიზნით რჩებოდა.

ახალი ძალების მოძრაობამ სააკაშვილის მხარდამჭერებს კიევში უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ის გადაიყვანეს. გავრცელებული ვიდეო კადრებიდან ჩანს, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული, სააკაშვილის ასობით მხარდამჭერს კი ერთ-ერთი შესასვლელი ჰქონდათ ბლოკირებული.

სააკაშვილმა, რომლის მოკლე მიმართვაც მომიტინგეებს წაუკითხეს, ბრალდებები უარყო და მოუწოდა მხარდამჭერებს, რომ პარტიის მიერ 10 დეკემბერს დაანონსებულ აქციას დაესწრონ და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი მოითხოვონ.

უკრაინის მთავარი პროკურორის პრესსპიკერის, ლარისა სარგანის თქმით, პროკურატურა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას მოითხოვს. სააკაშვილის ადვოკატმა, პავლო ბოგომაზოვმა უთხრა „რუსთავი 2“-ს, რომ ექს-პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ შიმშილობა გამოაცხადოს.

უკრაინის მთავარმა პროკურორმა იური ლუჩენკომ ასევე გააკეთა კომენტარი დაპატიმრებაზე და აღნიშნა თავის Facebook-ის პოსტში, რომ სამართალდამცავებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ რადიკალური ზომები და სისხლისღვრა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მკაცრად გმობენ მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს და საპასუხო ნაბიჯების დასაგეგმად დღეს პოლიტიკური საბჭოს სხდომის გამართვას აპირებენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარტია მზად არის „სცენარის განვითარების ნებისმიერი ვარიანტისთვის“. მისივე განცხადებით, „პოროშენკო წაგებულ თამაშს თამაშობს. თითოეული მისი ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ ასრულებს კატალიზატორის როლს ამ პროცესებში და მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს მისი ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულს“.

სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება ევროპული საქართველოც, სადაც ამ ფაქტს „პოლიტიკური დევნა უწოდეს“. 

პარტიის გენერალური მდივნის, გიგი უგულავს თქმით, „პოლიტიკური პატიმრების ეპოქა საქართველოში 2013 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა... იგივე მიხეილ სააკაშვილს ამის შედეგად მოუწია ქვეყნის დატოვება. ჩვენ დღეს გვყავს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები და თუ გვინდა ეს პრობლემა გადაწყდეს, ეს უნდა გადაწყდეს საქართველოში“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
16 იან.'18 18:13
არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა.
16 იან.'18 14:15
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა
რესპონდენტების 72% ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 64% - ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
16 იან.'18 12:19
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
საქართველოს რეიტინგი მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით უცვლელი დარჩა.
15 იან.'18 18:32
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებები ხელს არ უწყობს მედიამრავალფეროვნებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის გამჭვირვალე ხარჯვას.
15 იან.'18 16:16
აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 16 საარჩევნო უბანი გაიხსნება
რაულ ხაჯიმბას და სემიონ გრიგორიევის შეხვედრაზე მომავალი არჩევნების საორგანიზაციო დეტალები იქნა განხილული.
15 იან.'18 12:28
ევროკავშირი მუხთარლის საქმის ‘საფუძვლიანი, გამჭირვალე’ გამოძიებისკენ მოუწოდებს
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც საქართველოდან მაისში გაუჩინარდა, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
13 იან.'18 13:31
აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
საგამოძიებო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდენო დღეს კი აზერბაიჯანში იქნა დაპატიმრებული.
12 იან.'18 15:12
საია-მ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოსკოვმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია.
12 იან.'18 13:04
საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრნადაკი: ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას
ამ განცხადებას წინ უძღოდა საპროტესტო ნოტა, რომელიც საქართველომ სარაევოს ბიბილოვის ვიზიტთან დაკავშირებით გაუგზავნა.
11 იან.'18 18:30
ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში კიდევ ერთ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პანკისის ხეობის მკვიდრი, ზურაბ იდოიძე, სუს-მა 9 იანვარს დააკავა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
78