Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:25 - 22 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კვირიკაშვილი იერუსალიმის შესახებ ღია წერილის გამო დეპუტატს საყვედურობს
Civil Georgia, Tbilisi / 7 დეკ.'17 / 17:02

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უარყო მმართველი პარტიის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის მოწოდება, რომ საქართველომაც უნდა დაუჭიროს მხარი აშშ-ის გადაწყვეტილებას - ოფიციალურად აღიაროს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და თავისი საელჩო ამ ქალაქში გადაიტანოს.

შოთა შალელაშვილმა ღია წერილი კვირიკაშვილის სახელზე Facebook-ზე 7 დეკემბერს გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ „საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად საქართველოს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს“ და დასძენს, რომ „საქართველოს აქვს ისტორიული შანსი აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას“.

შალელაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი ქმედება „მყისიერად მოუტანს დივიდენდებს ჩვენ ქვეყანას“. მან მოუწოდა კვირიკაშვილს, რომ „ადეკვატური შეფასება მისცეს საკითხის მნიშვნელობას“, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ გახდეს „უმნიშვნელოვანესი მსოფლიო პოლიტიკური პროცესის მხარდამჭერი და მონაწილე აშშ-თან ერთად“.

კიდევ სამმა დეპუტატმა - ზვიად კვაჭანტირაძემ და სიმონ ნოზაძემ ქართული ოცნებიდან და პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა - მხარი დაუჭირა შალელაშვილს, თუმცა ამ ინიციატივას ქართული ოცნების ხელმძღვანელობის კრიტიკა მოყვა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა საპასუხოდ, რომ „უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილებისა და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა“.    

„საკითხი არის ძალიან სენსიტიური. ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შალელაშვილის მიმართვა მისი პირადი ინიციატივა იყო და რომ მთავრობას და პარლამენტს ამ საკითზე „ერთიანი პოზიცია“ აქვთ. „აქ წამყვანი არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესაბამისად, პოლიტიკურ განცხადებებს სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს“.

გავრცელებული ინფორმაციით, შალელაშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, თუმცა დეპუტატმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, საუბარი „პირად“ საკითხებს შეეხო და „არაფერი კავშირი არ აქვს“ მის ღია წერილთან. 

უახლესი ამბები
22 თებ.'18 18:25
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იან კელიმ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
22 თებ.'18 15:40
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უმნიშვნელოდ გაუარესდა წინა წელთან შედარებით.
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
75