Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
Civil Georgia, Tbilisi / 6 დეკ.'17 / 15:26


სულხან სალაძე. ფოტო: gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ 5 დეკემბერს, იურისტი სულხან სალაძე აირჩიეს, რომელმაც ამ პოსტზე ანა ნაცვლიშვილი შეცვალა.

სულხან სალაძის განაცხადებით, ორგანიზაცია გააგრძელებს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს, ასევე მედიის თავისუფლებას ეხება.

„პირადად ჩემი სურვილია და, ცხადია, ამ თემაზე კიდევ გვექნება საუბარი, რომ ჩვენ რიგ ისეთ თემებსაც შევეხოთ, რომელსაც შესაძლოა, ამ ეტაპამდე საია აქტიურად არ ფარავდა, თუმცა, ერთი რამ ცხადია, რომ დღეს ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე, ზოგადად, კარგი მმართველობის თვალსაზრისით. ყველა ეს საკითხი ჩვენთვის იქნება პრიორიტეტული“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

ყოფილმა თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა, რომელიც ორგანიზაციას ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, სულხან სალაძეს არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა

სულხან სალაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 2011 წლიდან მუშაობს. გარდა ამისა, ის ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრიაცაა. ამ პოსტზე ის 2016 წელს, ოთხი წლის ვადით, საქართველოს პარლამენტმა აირჩია.

საია-ს წესდების თანახმად, ორგანიზაციის თავმჯდომარე ყოველწლიურად, გამგეობის შემადგენლობიდან აირჩევა. ამ თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის არჩევა ზედიზედ მხოლოდ სამი ვადით შეიძლება.  

საია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი არასამთავრობო ორგანიზაციაა. იგი 1994 წელს დაფუძნდა.

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
86