Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმაში ცვლილებები შედის
Civil Georgia, Tbilisi / 4 დეკ.'17 / 18:18

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ინიცირებული მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმაში, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტმა 27 ნოემბრიდან დაიწყო, ცვლილებები შედის. 

პარლამენტის თამჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან მთავრობის მიერ გაწვეულია ის კანონპროექტები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში დაზვერვის სამსახურის შესვლას ითვალისწინებდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 4 დეკემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

„ამასთან დაკავშირებით შედგა საპარლამენტო კონსულტაციები და ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იქნას გაწვეული შესაბამისი ნაწილი [საკანონმდებლო ცვლილებათა] პაკეტის. შესაბამისად, ინიცირებული აღარ არის დაზვერვის სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მოქმედი კანონმდებლობით, დაზვერვის სამსახური პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაა. მისი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაერთიანება ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელიც მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესში სამოქალაქო სექტორის კრიტიკას იწვევდა. არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობდნენ, რომ ორი უწყების გაერთიანებით სუს-ი „ჭარბი,  უკონტროლო ძალაუფლების და ტოტალური კონტროლის“ ბერკეტებს მიიღებდა.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტი მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით, 6-8 დეკემბრის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილავს. სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში ცალკეული სამინისტროების შერწყმა და რეორგანიზაცია იგეგმება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
78