Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:51 - 12 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გომელაური: ეჭვი არის, რომ ლიკვიდირებულთა შორის შესაძლოა ჩატაევი იყოს
Civil Georgia, Tbilisi / 27 ნოე.'17 / 11:30


ახმედ ჩატაევი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრობს, თბილისი, 6 დეკემბერი, 2012. ფოტო: კადრი ინფო 9-ის ვიდეომასალიდან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა, 26 ნოემბერს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისში 21-22 ნოემბერს ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირთა შორის შესაძლოა ტერორისტული ორგანიზაციის, ისლამური სახელმწიფოს, ერთ-ერთი წევრი, ახმედ ჩატაევი ყოფილიყო.
 
სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის დაკრძალვაზე მყოფმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა: „ეჭვი არის, რომ ის ადამიანი შეიძლება, იყოს. თუმცა, დადასტურებით, ექსპერტიზების შემდეგ, როდესაც გაკეთდება დნმ-ის ანალიზი, იქიდან გამომდინარე გვექნება ზუსტი პასუხი, ეს ჩატაევი იყო თუ არ იყო“. 

მისივე ინფორმაციით, გამოძიებაში ამერიკული მხარე ჩაერთო. „შემიძლია ვთქვა, რომ ჩაერთო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები - ამერიკული მხარე. ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები. მათ ჩვენზე მეტად ძლიერი, გამოცდილი სამსახურები ჰყავთ, საექსპერტო მიმართულებითაც და ასევე საგამოძიებო მიმართულებითაც, და ერთობლივად ვაწარმოებთ გამოძიებას“, - თქვა სუს-ის უფროსმა.

ანტი-ტერორისტულ ოპერაციაზე საუბრისას, გომელაურმა ასევე განაცხადა, რომ „იყო ოპერატიული ინფორმაციები, რომ რაღაც მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვა მიდიოდა“. „მე მგონი, ავიცილეთ თავიდან“, - დასძინა მან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ანტი-ტერორისტული ოპერაციის შედეგად, სამი შეირაღებული პირი გაანადგურეს და ერთი დააკავეს

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ჩატაევის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მედიაში აქამდეც ვრცელდებოდა.

ჩეჩნური წარმომავლობის რუსეთის მოქალაქე, ისლამური სახელმწიფოს წევრი, ახმად ჩატაევი აშშ-ის ხაზინამ ტერორისტთა სიაში 2015 წელს შეიყვანა იმ საფუძვლით, რომ იგი აშშ-ის და თურქეთის დაუდგენელ ობიექტებზე თავდასხმებს გეგმავდა. 2015 წელს ჩატაევი ასევე მოხვდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული ე.წ. ალ-ქაიდას სანქციების სიაში. იგი ასევე რუსეთის ხელისუფლების მიერ იძებნება.

ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაჭრეს და დააკავეს, თუმცა მოკლე დროში ციხიდან გაათავისუფლეს. 2013 წლის იანვარში, პროკურატურამ, მტკიცებულების არქონის მოტივით, მის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა. გათავისუფლებიდან მალევე, ჩატაევმა საქართველო დატოვა და განაცხადა, რომ რეაბილიტაციის მიზნით ავსტრიაში აპირებდა გამგზავრებას. 2015 წლისთვის იგი უკვე სირიასა და ერაყში ISIS-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებოდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
86