Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:51 - 12 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველი მომავალი ომბუდსმენის შერჩევაში „საზოგადოების მონაწილეობის“ აუცილებლობაზე საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 16 ნოე.'17 / 17:50

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, რომლის ხუთწლიანი მანდატიც 7 დეკემბერს იწურება, აცხადებს, რომ მომავალი ომბუდსმენის შერჩევის პროცესში საზოგადოების მონაწილეობა არის „მნიშვნელოვანი“, რათა „ხელისუფლებამ საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ინტერესებიც გაითვალისწინოს“. 

„მე ვისურვებდი, რომ ამ პოზიციაზე წარდგენილი იყოს კანდიდატი, რომელსაც ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია, არის პრინციპული, დამოუკიდებელი, მაღალი მორალური ღირებულების მქონე პროფესიონალი“, - განაცხადა 15 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე უჩა ნანუაშვილმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის არასამთავრობო სექტორში ომბუდსმენის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ვახუშტი მენაბდე, და პრეზიდენტთან არსებული პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ჟურნალისტი - ზვიად ქორიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, ომბუდსმენის თანამდებობაზე ასევე განიხილებიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის, პრემიერ-მინისტრის თანაშემწის - სოფო ჯაფარიძის, და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, სოფო ხორგუანის კანდიდატურებიც, რომლებზეც, მედიის თქმით, მმართველ გუნდში მსჯელობენ

სახალხო დამცველის კანდიდატურის თაობაზე კომენტარები საპარლამენტო ოპოზიციური პატიების წარმომადგენლებმაც გააკეთეს. 

„ჩემი პოზიციაა და ევროპული საქართველოსი, რომ  ჩვენ დაველოდებით თუ ვის დაასახელებს არასამთავრობო სექტორი...კარგი იქნება, თუ ისინი ერთ კანდიდატურაზე შეჩერდებიან... ჩვენ შეგვიძლია, რომ არასამთავრობო სექტორს მივცეთ საშუალება გამოიყენოს საპარლამენტო უმცირესობის მანდატი და ჩვენ დავასახელოთ მათი კანდიდატი“, - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი ტუღუშმა, რომელსაც 2009-2012 წლებში სახალხო დამცველის პოსტი ეკავა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლება ომბუდსმენის პოსტზე მისდამი ლოიალურ კანდიდატურას დაასახელებს.

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით კი, „თუ კარგი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ არ გამოვიჩენთ სიჯიუტეს და გავაანალიზებთ ამ კანდიდატის ბიოგრაფიას“.
 
სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით, კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. მისი თქმით, „ძალიან აქტიურად წარიმართება დისკუსია მმართველი გუნდის შიგნით. შემდეგ, რა თქმა უნდა, უფრო გაფართოვდება კონსულტაციების ფორმატი“. 

სახალხო დამცველს, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობს, ხუთი წლის ვადით საქართველოს პარლამენტი ირჩევს. ომბუდსმენის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციას, ასევე - პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამდენიმე კვირის წინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და სახალხო დამცველის შესარჩევ პროცედურებში ჩართვა მოითხოვეს.

უახლესი ამბები
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
85