Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
СENN გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის ფართო განხილვას მოითხოვს
Civil Georgia, Tbilisi / 16 ნოე.'17 / 11:52

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ეხმაურება მთავრობის მიერ დაგეგმილ რეორგანიზაციას, რომელიც, სხვა სტრუქტურულ ცვლილებთან ერთად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაყოფას და მისი უფლებამოსილებების ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებზე განაწილებას ითვალისწინებს, და საკითხის შესახებ ფართო დისკუსიის გამართვას მოითხოვს

CENN მიმართავს მთავრობას, რომ საზოგადოებას წარედგინოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის აუცილებლობის „დასაბუთებული არგუმენტაცია“; ასევე - სამინისტროს უფლებამოსილებების, ფუნქციების, მიმდინარე პროგრამების და სამართლებრივი პროექტების შესაბამისი უწყებებისათვის გადაბარების დეტალური გეგმა.

გარდა ამისა, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის ანალიზისა და შენიშვნების მომზადებისთვის; პარლამენტს კი, უნდა წარედგინოს იმგვარი კანონპროექტი, რომელიც მომზადებული იქნება „მონაწილეობრივი პროცესის შედეგად შეთანხმებული გეგმის საფუძელზე“. 

„CENN–ის წინასწარი შეფასებით, საქართველოს მთავრობის განცხადებებში იკვეთება გადაწყვეტილებების ნაჩქარევად, დასაბუთებისა და მონაწილეობრივი პროცესების გარეშე, გაუმჭვირვალედ მიღების რისკი, რამაც შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ზიანი მიაყენოს საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“, - ნათქვამია გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ 15 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის მასშტაბური რეორგანიზაციის გეგმა 13 ნოემბერს წარადგინა. ინიციატივის მიხედვით, რამდენიმე სამინისტროს შერწყმა და რეორგანიზაცია იგეგმება.

წინასწარი ინფორმაციით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაიყოფა. მისი უფლებამოსილებების ნაწილი, რომელიც ბუნებრივი რესურსების დაცვას ეხება, ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. გარემოს დაცვის მიმართულება კი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაში შევა.

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
95