Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:20 - 19 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართველი დეპუტატები დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას ეწვივნენ
Civil Georgia, Tbilisi / 10 ნოე.'17 / 13:10


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მარიუპოლში, დონეცკის ოლქი, 8 ნოემბერი, 2017. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას სტუმრობს, სადაც დეპუტატები თავიანთ უკრაინელ კოლეგებს, მათ შორის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, ანდრი პარუბის შეხვდნენ.

ხუთწევრიანი დელეგაცია, რომელსაც ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი მოსიძე ხელმძღვანელობს, 8 ნოემბერს დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას ესტუმრა და მარინკა, ვოლნოვახა, ნოვოტროიცკე, მარიუპოლი და შიროკინო მოინახულა. 

საქართველოს დელეგაციის წევრები იქ განთავსებულ უკრაინელ სამხედროებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დელეგაციის წევრებმა 2015 წლის იანვარში  ვოლნოვახასთან სამგაზვრო ავტობუსის დაბომბვის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი და 2014 წლის მაისში ერთ-ერთი პირველი სამხედრო შეტაკების დროს დაღუპული უკრაინელი სამხედროებისადმი მიძღვნილი მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„ჩვენ სპეციალურად დავიწყეთ ჩვენი ვიზიტი ანტიტერორისტული ოპერაციის ზონის მონახულებით, რათა შეგვექმნას სრული სურათი, თუ როგორ ცხოვრობს ახლა უკრაინა. ჩამოვედით, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს უკრაინელ ძმებს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში“, - განაცხადა გიორგი მოსიძემ. 

„საქართველო ასეთ ბრძოლაში უკვე მესამე ათეული წელია იმყოფება და ძალისხმევის გაერთიანებით, ქმედებების კოორდინაციით საერთაშორისო სარბიელზე ჩვენ უფრო ეფექტურად შევძლებთ სტრატეგიული მიზნების მიღწევას“, - დასძინა მან.

დეპუტატმა სერგი კაპანაძემ ოპოზიციური პარტიიდან ევროპული საქართველო, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერია, განაცხადა,  რომ პარლამენტის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მხოლოდ ცალკეულ განცხადებებში არ იქნება გამოხატული. “ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვიზიტი სწორედ ამის დემონსტრირება იყო. ჩემთვის როგორც ევროპული საქართველოს წარმომადგენლისთვის და პარლამენტარისთვის, პრინციპული საკითხია, რომ საოკუპაციო ხაზთან მისვლით, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა კაპანაძემ.

„ეს ბრძოლა საერთო ბრძოლაა და სწორედ დონეცკის ოლქში ჩანს ყველაზე კარგად, რომ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაცია, დონბასის და ყირიმის ოკუპაცია ერთი ხელწერაა და ერთი ბოროტი იმპერიის ნახელავია“, - დასძინა მან.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატები ვიზიტს 11 ნოემბერს დაასრულებენ. მანამდე კი რიგ შეხვედრებს გამართავენ, მათ შორის უკრაინის ვიცე-პრემიერთან ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან.   

უახლესი ამბები
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
79