Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:03 - 24 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მერის არჩევნების მეორე ტურის წინ, სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 10 ნოე.'17 / 12:23

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ შეფასებაში, პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტებზე საუბრობს, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში, მერის არჩევნების მეორე ტურის წინ დაკვირვების შედეგად გამოავლინა. 

დოკუმენტში ძირითადად ასახულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი დარღვევები, სადაც მერის არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძეს შორის მცირე სხვაობაა და, ამდენად, ამომრჩეველთა ხმებისათვის ბრძოლაც მწვავე კონკურენციის პირობებში მიმდინარეობს.

სამართლიანი არჩევნები განსაკუთრებულ ყურადღებას გიორგი როყვას საქმეზე ამახვილებს, რომელზეც, შარაშენიძის შტაბის თანახმად, ბეგლარ სიორიძის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდა. როყვა ევროპული საქართველოს სახელით, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობდა და გამარჯვებისთვის არასაკმარისი, თუმცა ამომრჩეველთა საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა (35.6%) მიიღო. "გავრცელებული ინფორმაციით როყვას მიმართ მეორე ტურის წინ განხორციელებული ზეწოლა იმ გარემოებას უკავშირდება, რომ იგი ამომრჩეველთა მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს და მისი მხარდამჭერები შესაძლოა მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატის პოტენციური მხარდამჭერები გამხდარიყვნენ“, - ნათქვამია სამართლიანი არჩევნების შეფასებაში.

აღნიშნული ფაქტის გარდა, სამართლიანი არჩევნები, მოქალაქეთა მონათხრობზე დაყრდნობით, ოზურგეთში, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მოსყიდვის კიდევ რამდენიმე ფაქტზე საუბრობს, რომელშიც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების კოორდინატორები და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლის ორი ფაქტი, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ხაშურშიც, ოზურგეთის მსგავსად, მერის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდება. 

„სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობას, პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს - არჩევნების დღეს თავი შეიკავონ ამომრჩევლის მოსყიდვისა თუ ზეწოლისგან, ასევე ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც შესაძლოა აღქმული იქნას ამომრჩევლის ნების კონტროლად, მათ შორის არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების მონაცემების შეგროვებისგან. სამართლიანი არჩევნები ასევე მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას - უზრუნველყოს ამომრჩევლის პირადი მონაცემების დაცვა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვა“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში, ასევე მარტვილის, ოზურგეთის, ბორჯომის, ხაშურისა და ყაზბეგის თვითმმართველ თემებში გაიმართება

მთელი ქვეყნის მასშტაბით თვიმმართველობის ორგანოთა არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
24 თებ.'18 20:03
ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „მზად არის მხარი დაუჭიროს“ მიმდინარე გამოძიებას. 
23 თებ.'18 20:31
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე თბილისი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
თბილისი მკაცრად გმობს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებისა და გარდაცვალების ფაქტს.
23 თებ.'18 17:27
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
თბილისში გამართულ შეხვედრებზე ანდერს სამუელსენმა საგარეო პოლიტიკის და ფინანსური დახმარების პროგრამის საკითხები განიხილა.
23 თებ.'18 15:05
ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში ცხინვალის უშიშროების სამსახურმა დააკავა.
22 თებ.'18 18:25
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იან კელიმ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
22 თებ.'18 15:40
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უმნიშვნელოდ გაუარესდა წინა წელთან შედარებით.
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36