Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 12:15 - 23 ნოე.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უილსონი: ქართული პოლიტიკა აღარ შემოიფარგლება სააკაშვილის ან ივანიშვილის ისტორიით
Civil Georgia, Tbilisi / 6 ნოე.'17 / 11:40


დეიმონ უილსონი, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. ფოტო: ამერიკის ხმა
 
ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ნანა საჯაია, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ უილსონს ესაუბრა საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების და პოლიტიკური პარტიებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ.

21 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აირჩიეს. თქვენი დაკვირვებით, როგორ ჩაიარა არჩევნებმა?

ერთი მხრივ, ჩვენ ვნახეთ საარჩევნო პროცესის ნორმალიზება. ვხედავთ, რომ ქართველები მონაწილეობენ არჩევნებში, მიდიან საარჩევნო უბანზე და ასე გამოხატავენ თავიანთ სათქმელს. ეს არ არის უმნიშვნელო რამ. ამ რეგიონში ეს პროცესი თავისით არ დამდგარა.

ასევე ვნახეთ, რომ მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ისევ გამოწვევად რჩება ოპოზიციური ხმები. გაურკვეველი რჩება, ვინ გაუწევს ქართულ ოცნებას ოპონირებას, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა და ვინ შეძლებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მობილიზებას.

ამ არჩევნებით მმართველმა პარტიამ ყველა საარჩევნო დონეზე უმრავლესობის კონსოლიდაცია შეძლო, პარლამენტის მსგავსად ახლა ადგილობრივ დონეზეც. როგორ აისახება ეს პოლიტიკურ პლურალიზმზე?

ვფიქრობ, ეს შედეგი ქართული ოცნებისთვის არის ძლიერი მანდატი თავისი პოლიტიკის გასატარებლად. ამავდროულად, ეს გამარჯვება არის პასუხისმგებლობა. ის აგებს პასუხს საქართველოს პროგრესზე.

ქართულმა ოცნებამ მმართველობის სრული კონსოლიდაცია შეძლო. პარტიისთვის ეს დიდი გამარჯვებაა. მაგრამ როცა ამ შედეგებს საკონსტიტუციო ცვლილებების ჭრილში განვიხილავთ, ვხედავთ, რომ არსებობს სიფრთხილის საფუძველი.

ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ, სადაც ჯერაც არ მომხდარა დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, ჯერაც არ გვაქვს თანამშრომლობის ჩვევა, რაც კონსოლიდაციის პროცესს წარმართავდა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, თქვენ ახსენეთ, რომ რამდენიმე საკითხი გაფიქრებთ, განსაკუთრებით მოკლევადიან პერსპექტივაში. რატომ მხოლოდ მოკლევადიანად?

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ვაკუუმში მიმდინარეობდა. არაფერი განსაკუთრებულად ცუდი არ არის რომელიმე კონკრეტულ ცვლილებაში, მაგრამ, რაც მე მაწუხებს, არის ის, რომ მოცემულ პოლიტიკურ გარემოში, ეს ხაზს უსვამს ძალაუფლების კონსოლიდაციას. კონსტიტუცია არის საკითხი, რაზეც ვიმედოვნებდით, რომ შედგებოდა პოლიტიკური კონსესუსი, რაც სამწუხაროდ არ მოხდა.

ამ ცვლილებებით უფლებამოსილება ეზღუდება ქვეყნის პრეზიდენტს. რატომ მოხდა ასე? ჩნდება კითხვა: ხომ არ არის ეს პასუხი იმ დინამიკაზე, რომელიც ამჟამინდელ პრეზიდენტს და მთავრობას შორისაა? ხდება თუ არა ეს იმიტომ, რომ პრეზიდენტი ავლენს დანარჩენი მთავრობისგან დამოუკიდებლობას და ავტონომიას? შესაძლოა, ასე იყოს.

ეს ცვლილებები ამოქმედდება მომავალში, ამიტომაც არ მგონია, სწორი იყოს მოკლევადიანი ტაქტიკური სვლები. გრძელვადიან პერსპექტივაში საჭიროა სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკას მომდევნო 25-50 წლის განმავლობაში. ამიტომაც მაწუხებს, რომ ეს ნაბიჯი მოკლევადიანია და არა სამომავლოდ მიმართული.

არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რაც მაწუხებს, როგორიცაა მიწის მფლობელობის საკითხი და ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრა.

ერთსქესიანი ქორწინება არასდროს ყოფილა საკითხი, რასაც LGBT თემი საქართველოში ითხოვდა. ამ თემის მთავარი პრობლემა მათი ფიზიკური უსაფრთხოებაა, იქნება ეს ძალადობა, შევიწროვება და მუქარები. რატომ გახდა საჭირო ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრა?

ნებისმიერ საზოგადოებაში უსაფრთხოება და ძალადობა არის პრობლემა, რომელსაც უმცირესობების წარმომადგენლები აწყდებიან.

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ კრემლის იდეოლოგიურ მიდგომას, სადაც კრემლი ცდილობს ღირებულებების გამოყენებით იმოქმედოს. მე პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც ერთსქესიანი ქორწინების საკითხზე ჩემგან განსხვავებული მოსაზრება აქვს, მაგრამ ვშიშობ, რომ საქართველოში ეს საკითხი კრემლმა გამოიყენა და ისე შეფუთა, თითქოს ევროპასთან ინტეგრაცია საქართველოსთვის კულტურის და ღირებულებების მოშლას ნიშნავდეს. ჩემი აზრით, ეს არის მავნე ტაქტიკა, რითაც ისინი საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებას უშლიან ხელს.

ამ მახეში გაბმით, არასერიოზული პოლიტიკური თემის წამოწევით და შემდეგ უკვე კონსტიტუციაში შეტანით საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესში ბარიერი დაამატა, რაც, ჩემი აზრით, სამწუხაროა.

არჩევნების შედეგების მიხედვით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მეორე პოლიტიკური ძალაა საქართველოში. თუმცა პარტია უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს მეორე ტურში. თქვენი აზრით, როგორ მოქმედებს ეს ამომრჩევლებზე და პოლიტიკური პარტიების მიმართ მანდ ნდობაზე?

მე ყოველთვის სცენაზე ყოფნის და მონაწილეობის მომხრე ვარ. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ჰგონია რომ მათ ხმას მნიშვნელობა არ აქვს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
სკეპტიკურად ვარ განწყობილი პარტიების მიმართ, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს. საქართველოს დემოკრატიული პროცესებისთვის ჟანგბადი აქვს. ღრმად მჯერა პოლიტიკურ არენაზე შეჯიბრების.

ვისურვებდი ნაციონალურ მოძრაობას მიეღო მონაწილეობა არჩევნებში იქ, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს.

პოლიტიკური პარტიებისადმი უნდობლობა საქართველოში ახალი არ არის. თბილისის მერის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა პოლიტიკაში გამოუცდელი, დამოუკიდებელი კანდიდატი. რას ნიშნავს მისი შედეგი პოლიტიკური ძალებისთვის?

უკანასკნელ პერიოდში პოპულისტი პოლიტიკოსების აღმავლობის არაერთი მაგალითი ვნახეთ, მაგალითად, დონალდ ტრამპი პირველი პოპულისტი კანდიდატი იყო, რომელიც პრეზიდენტი გახდა. პოპულიზმი სხვადასხვა ფორმით ვლინდება, იქნება ეს დონალდ ტრამპის გამარჯვება, თუ ბრექსიტი ბრიტანეთში.

ეს დემოკრატიისთვის დამახასიათებელი პროცესია, ჯანსაღია, როცა მოსახლეობა პოლიტიკური ლიდერების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. მეშინია ეს სკეპტიციზმი ღრმა ცინიზმში არ გადაიზარდოს, სადაც ამომრჩევლებს პროცესის აღარ სჯერათ.

დამოუკიდებელი კანდიდატების წარმატება ცუდი არ არის. ეს აჩვენებს, რომ ხალხი ჯერ ისევ ეძებს მის ადგილს, ეძებს თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი იდეოლოგიურად.

თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში არსებობს ერთგვარი „შიმშილი“ ახალი პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი დაუჭერდა მხარს. თქვენი დაკვირვებით, მოქმედი ოპოზიციური ძალები თუ ხედავენ ამ შიმშილს და მოქმედებენ შესაბამისად?

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაუწყვეტელია. მათ არ იციან რომელ პოლიტიკურ ძალას მისცენ ხმა.

ბოლო წლების არჩევნების შედეგები გვაჩვენებს, რომ ქართულმა ოცნებამ შეძლო მხარდაჭერის შენარჩუნება, რომელიც, თავის დროზე დაიწყო, როგორც მოძრაობა მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ. სააკაშვილის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ მხარდაჭერის მობილიზება შეძლო. ეს მხარდაჭერა ოპოზიციიდან მთავრობაში გაგრძელდა. ამის პარალელურად ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობაც ინარჩუნებს ერთგულ ამომრჩევლებს.

ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან, საქართველოს მოსახლეობას უფრო დიდი პოლიტიკური არჩევანი ექნება. ქართული პოლიტიკა აღარ შემოიფარგლება მიშა სააკაშვილის ან ბიძინა ივანიშვილის ისტორიით. ქართული პოლიტიკა უფრო მრავალფეროვანია და ჩემი აზრით, ქართველებს სურთ უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური არენის ხილვა, რასაც, ვფიქრობ, მიიღებენ.

მასალა Civil.ge-სთვის მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ. ამ და სხვა მასალის უფასოდ გამოყენებისათვის, გთხოვთ მიმართოთ ადამ გარტნერს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
23 ნოე.'17 12:15
პრემიერ-მინისტრი თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის შედეგებს აფასებს
სუს-ის უფროსი კი, ბოროტმოქმედების მიერ გაწეულ შეიარაღებულ წინააღდეგობას „ტერორისტულ აქტს“ უწოდებს. 
23 ნოე.'17 09:55
მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე კვლავ უარი ეთქვა
სასამართლომ ჩაბუქის მიერ ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
22 ნოე.'17 19:30
სუსი: სამი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაიმეორა, რომ ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.
22 ნოე.'17 18:30
საქართველოს ოფიციალური პირების თქმით, ჯაველინის სისტემა ‘მხოლოდ თავდაცვითი’ მიზნით გამოიყენება
დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „ასახავს ორი სუვერენული სახელმწიფოს ნებას“.
22 ნოე.'17 18:26
თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაცია დასრულდა
ეჭვმიტანილთა ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.
22 ნოე.'17 16:24
თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაცია გრძელდება
ეჭვმიტანილთა რაოდენობა და ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.
22 ნოე.'17 13:47
თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას ერთი პირი დააკავეს
სპეცოპერაციის ადგილას ჯავშანმანქანები და სპეცრაზმი განთავსდა.
22 ნოე.'17 10:55
თბილისში მასშტაბური სპეცოპერაცია ტარდება
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებს.
21 ნოე.'17 17:56
უკრაინაში საქართველოს ელჩი: საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია უკრაინის ‘უსაფრთხოების ეროვნულ ინტერესებს’ უკავშირდება
გელა დუმბაძე არ ადასტურებს, რომ უკრაინიდან ქართველების გაძევება სააკაშვილთან მათი შესაძლო კავშირის გამო მოხდა.
21 ნოე.'17 17:28
ევროკავშირმა და საქართველომ განახლებული ასოცირების დღის წესრიგი დაამტკიცეს
ახალი დოკუმენტი 2017-2020 წლებში ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) განხორციელებას შეუწყობს ხელს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
88