Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:39 - 25 ნოე.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს
Civil Georgia, Tbilisi / 20 ოქტ.'17 / 18:06


ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი და მიხეილ ჯანელიძე, 19 ოქტომბერი, 2017. ფოტო: MFA Poland

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი 19-20 ოქტომბერს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.   

ვიზიტის დასაწყისში მინისტრმა ვაშჩიკოვსკიმ პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხსოვნას პატივი მიაგო და სმოლენსკის 2010 წლის 10 აპრილის ავიაკატასტროფის შემდეგ თბილისში აღმართული მისი მონუმენტი ყვავილებით შეამკო.

შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, სადაც მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში, რუსეთის პოლიტიკა მეზობლების მიმართ და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტი.

19 ოქტომბერს ვაშჩიკოვსკი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს“. პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე რეგიონული და ევროპული უსაფრთხოება გაეროს უშიშროების საბჭოში პოლონეთის არამუდმივი წევრობის კონტექსტში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს 20 ოქტომბერს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთ-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში დადებითად შეაფასა „თბილისის კონფერენციის“ ფორმატი, რომელიც ემსახურება ორ ქვეყანას შორის სექტორალური თანამშრომლობის გაღრმავებას და ინფორმაციის გაცვლას. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის რიგით მეორე სხდომა გუშინ თბილისში  გაიმართა და ინფრასტრუქტურის საკითხებს დაეთმო.

ჯანელიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებზე საუბრისას, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ საქართველო და სხვა პარტნიოტი ქვეყნები ევროკავშირის სრულ წევრობამდე „უნდა მიიყვანოს“. მან იქვე დასძინა, რომ ჯერჯერობით ის მხოლოდ აახლოვებს ამ ქვეყნებს ევროკავშირთან, სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივის შეთავაზების გარეშე.

„ჩვენი, პოლონეთის მსგავსი ქვეყნების, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრების ამოცანაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მოდერნიზაცია და განახლება უზრუნველვყოთ, რათა საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივა შევთავაზოთ“, - განაცხადა მან.

ვიზიტის ფარგლებში ვაშჩიკოვსკი ასევე დაესწრო თბილისში პოლონეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნას, სადაც მან განაცხადა, რომ ეს მოვლენა „პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებების ახალი ეტაპის“ მანიშნებელია.

პოლონეთის ახალი აღმოსავლური პოლიტიკა

ინტერვიუში, რომელიც ვაშჩიკოვსკის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის დროს გამოქვეყნდა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პოლონეთი უფრო აქტიურ საგარეო პოლიტიკას განახორციელებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მისი თქმით, „საქართველო ყველაზე მიზანმიმართულია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით“.   

ვაშჩიკოვსკიმ აღნიშნა, რომ „პოლონეთს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის კონცეფციის ერთ-ერთ ავტორს, განსაკუთრებით სურს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შემდგომი განვითარება“. მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტის მიზანი „იმის ჩვენება უნდა იყოს, რომ რეფორმების პროცესი, რომელიც მოლდოვასთან, საქართველოსთან და უკრაინაისთან, ასევე სხვა პარტნიორებთან განხორციელდა უშუალო სარგებელს იძლევა და კიდე უფრო აახლოვებს მათ ევროკავშირთან“.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ აღმოსავლეთ პარნტიორობა გაფართოებით დასრულებას არ გულისხმობდა, პოლონურ მხარეს ყოველთვის მიაჩნდა, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების დებულებები, რომლის თანახმადაც ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება წევრობის განაცხადი გააკეთოს, „უდავოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზეც უნდა ვრცელდებოდეს“.

რაც შეეხება რუსეთს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკა „ნეო-იმპერიალისტურ ელემენტებს, საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიურ ლტოლვას“ შეიცავს, რაც ნათელი გახდა „2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის შედეგად“ და „აშკარა გახდა ყირიმის ოკუპაციის და დონბასში კონფლიქტის პროვოცირების შემდეგ“.   

უახლესი ამბები
25 ნოე.'17 14:39
მმართველი გუნდი ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას წარადგენს
ლომჯარიას კანდიდატურა არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა.
25 ნოე.'17 12:55
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრე დანიშნა
მოსაყდრე ეკლესიის დროებით მართვას პატრიარქის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში განახორციელებს.
25 ნოე.'17 11:53
ბათუმში მომხდარ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა
დაღუპულებს შორის საქართველოს - ათი და ირანის ერთი მოქალაქეა. საავადმყოფოში მოთავსება 21 პირს დასჭირდა. 
24 ნოე.'17 18:10
ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს.
24 ნოე.'17 17:38
კვირიკაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტს ესწრება.
24 ნოე.'17 16:34
მარგველაშვილი ანტი-ტერორისტული ოპერაციის შესახებ
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მთავრობა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამო.
24 ნოე.'17 14:19
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაში
ევროპის სახალხო პარტიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა მე-6 შეხვედრა 23 ნოემბერს გამართა.
23 ნოე.'17 12:15
პრემიერ-მინისტრი თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის შედეგებს აფასებს
სუს-ის უფროსი კი, ბოროტმოქმედების მიერ გაწეულ შეიარაღებულ წინააღდეგობას „ტერორისტულ აქტს“ უწოდებს. 
23 ნოე.'17 09:55
მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე კვლავ უარი ეთქვა
სასამართლომ ჩაბუქის მიერ ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
22 ნოე.'17 19:30
სუსი: სამი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაიმეორა, რომ ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
100