Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:25 - 22 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს საგარეო უწყება კატალონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 13 ოქტ.'17 / 12:37

„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 12 ოქტომბრის განცხადებაში, რომელიც კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

„იმედს გამოვთქვამთ,  რომ კრიზისი დარეგულირდება დიალოგის გზით და ესპანეთის ხელისუფლება შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას და ამით გარანტირებული იქნება ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„მხარს ვუჭერთ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, მიუღებლად მივიჩნევთ ცალმხრივ ქმედებებს და ვიმედოვნებთ, რომ კრიზისი ესპანეთის კონსტიტუციის ფარგლებში მოგვარდება“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 12 ოქტომბერს Twitter-ზე.

უახლესი ამბები
22 თებ.'18 18:25
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იან კელიმ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
22 თებ.'18 15:40
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უმნიშვნელოდ გაუარესდა წინა წელთან შედარებით.
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
69