Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:32 - 17 ნოე.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„ქართველთა მარშის“ მონაწილეებმა თბილისში აქცია გამართეს
Civil Georgia, Tbilisi / 13 სექ.'17 / 18:07

„ქართველთა მარშის“ სახელით გაერთიანებულმა ულტრანაციონალისტურმა ორგანიზაციებმა 12 სექტემბერს თბილისში მორიგი აქცია გამართეს. მარშის მონაწილეები ქართული ოცნების იმ საკანონმდებლო ინიციატივას აპროტესტებდნენ, რომელიც, უცხოელებისათვის დაწესებული მორატორიუმის მიუხედავად, მთავრობას აძლევს უფლებას, განსაკუთრებულ შემთხვევებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიყიდოს.  

„ქართველთა მარშის“ მონაწილეებმა, რომლებიც მმართველ პარტიას „უცხოტომელებზე“ ქართული მიწის გაყიდვაში ადანაშაულებდნენ, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, შტაბთან პიკეტი მოაწყვეს. აქტივისტები მიწის გასხვისების საკითხზე კალაძის პოზიციის გარკვევას ცდილობდნენ და, მასთან შესახვედრად, საარჩევნო შტაბში ოთხკაციანი დელეგაციის შეშვებას მოითხოვდნენ

„მივმართავ ქართული ოცნების გენერალურ მდივანს, ბატონ კახა კალაძეს, ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ბატონ  თალაკვაძეს, გამოვიდნენ ხალხთან და დადონ პირობა, რომ ქართული მიწა არ გაიყიდება. ეს არის ჩვენი მოთხოვნა“, - განაცხადა ქართველთა მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ.

„გაგვეცი პასუხი: დგახარ თუ არა შენი გუნდის მხარეს? აპირებ თუ არა საქართველოს მიწა-წყლის გაყიდვას, თუ ეწინააღმდეგები ამას?“, - მიმართავდა კალაძეს „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლადო სადღობელაშვილი. 

„ქართველთა მარშის“ აქტივისტებმა კალაძის საარჩევნო შტაბში შესვლა სცადეს, თუმცა ეს მცდელობა სამართალდამცავებმა აღკვეთეს  და მათი ერთ-ერთი ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავებული სადღობელაშვილი მოგვიანებით ადვოკატმა მოინახულა, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრა.
 
კალაძის საარჩევნო შტაბთან მისვლამდე, „ქართველთა მარშის“ აქტივისტებმა საპროტესტო მსვლელობა ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებულ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსთანაც“ გამართეს. დემონსტრანტებმა, „ქართველი ერის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობის“ ბრალდებით, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დახურვა მოითხოვეს. 

მარშის მონაწილეებმა, შეძახილებით - „საქართველო სოროსის ფონდის გარეშე“, არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის მისამართით მაშხალებიც ისროლეს. მათ ასევე ეკავათ ტრანსპარანტი, რომელზეც ქართული ოცნების ლიდერები - ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი და არჩილ თალაკვაძე მოხსენიებულნი იყვნენ „სოროსის მონებად“.


მსვლელობა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოსთან", 12 სექტემბერი, 2017. ფოტო: კადრი ნეტგაზეთის ვიდეომასალიდან

„ქართველთა მარშის“ მონაწილეთა აქციამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი ძალაში რჩება. 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სწორედ ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით იქნა აღიარებული სტრატეგიულ რესურსად და უცხოელებზე მის გასხვისებაზე დაწესდა შეზღუდვები“, - აღნიშნული იყო კვირიკაშვილის განცხადებაში.

მიწის გასხვისებაზე მორატორიუმი 2017 წლის ივნისში, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონით, ქართული ოცნების ინიციატივით დაწესდა. მორატორიუმი ძალაშია ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, რომლის მიღებაც სექტემბერში იგეგმება. 

ახალი კონსტიტუციით, მიწა „განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსად“ ცხადდება და მასზე საკუთრების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და სახელმწიფოს ექნება. 

მიწის გასხვისებასთან დაკავშირებული გამონაკლისები მომავალში ორგანული კანონით დარეგულირდება.

უახლესი ამბები
17 ნოე.'17 18:32
სახალხო დამცველმა აფხაზეთის გამშვები პუნქტების დახურვაზე ანგარიში გამოაქვეყნა
უჩა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ გალში ადამიანის უფლებების მდგომარეობა „უფრო და უფრო უარესდება“.
17 ნოე.'17 16:48
პრაღაში აბაშიძის და კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა
მოსკოვის თქმით, 2011 წლის ვმო-ს შეთანხმებაზე ექსპერტების შეხვედრა გაიმართება.
17 ნოე.'17 15:37
არასამთავრობოები პარტიების დაფინანსების წესში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან
საია-მ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ და სამართლიანმა არჩევნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
17 ნოე.'17 13:28
შინაგან საქმეთა მინისტრის სამი მოადგილე დაინიშნა
ახალ მინისტრს, გიორგი გახარიას, სამი მოადგილე ჰყავს.
16 ნოე.'17 18:31
საქართველომ „ლაპის ლაზულის“ სატრანზიტო დერეფნის შეთანხმებას მოაწერა ხელი
საქართველოსთან ერთად, შეთანხმებას ხელი ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის წარმომადგენლებმაც მოაწერეს.  
16 ნოე.'17 17:56
აშშ-ის მიერ დაფინანსებული ახალი პროგრამა საქართველოს ტერიტორიის თავდაცვისკენ იქნება მიმართული
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ში ვიზიტის დროს წვრთნის ახალ პროგრამაზე ისაუბრა.
16 ნოე.'17 17:50
სახალხო დამცველი მომავალი ომბუდსმენის შერჩევაში „საზოგადოების მონაწილეობის“ აუცილებლობაზე საუბრობს
არასამთავრობო სექტორში ომბუდსმენის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.
16 ნოე.'17 11:52
СENN გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის ფართო განხილვას მოითხოვს
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
15 ნოე.'17 18:49
პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა დაადასტურეს
ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი და მარგოტ ვალსტრომი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ საქართველოს ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
15 ნოე.'17 13:20
პუტინი მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ლიდერს შეხვდა
მოსკოვის გადაწყვეტილებით, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებზეც გავრცელდება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
76