Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 15:14 - 20 იან.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჯანელიძე ერევანში სომხეთის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 12 სექ.'17 / 12:38


მიხეილ ჯანელიძე და სერჟ სარგსიანი, 11 სექტემბერი, 2017. ფოტო: president.am

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, 11 სექტემბერს ერევანში განხორციელებული ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავის სომეხ კოლეგას, ედვარდ ნალბანდიანს, და პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა მიხეილ ჯანელიძის და  ედვარდ ნალბანდიანის შეხვედრის შემდეგ, რომ მინისტრებმა ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად.

სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, მინისტრმა ჯანელიძემ და პრეზიდენტმა სარგსიანმა საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს საერთაშორისო და მრავალმხრივ ფორმატებში.

ერევანში გამართულ შეხვედრებზე მინისტრმა ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სომხეთს აგვისტოს ბოლოს ბორჯომში მასშტაბური ხანძრის ლიკვიდაციის დროს გაწეული დახმარებისთვის.

„საქსტატის“ ინფორმაციით, სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ სომხეთთან 2016 წელს 367.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტის მოცულობა 150.8 მილიონი აშშ დოლარი (180.1 მილიონი აშშ დოლარი 2015 წელს), ხოლო იმპორტის მოცულობა 216.8 მილიონი აშშ დოლარი (175 მილიონი აშშ დოლარი 2015 წელს) იყო. 

უახლესი ამბები
20 იან.'18 15:14
საქართველო Human Rights Watch-ის ყოველწლიურ ანგარიშში
სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ანგარიშში განხილულია „ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე“ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა.
19 იან.'18 16:23
ირაკლი კობახიძე უკრაინას სტუმრობს
პარლამენტის თავმჯდომარე თავის უკრაინელ კოლეგას, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
18 იან.'18 15:20
მედიაორგანიზაციები პარლამენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებისკენ მოუწოდებენ
51 მედიაორგანიზაცია, კანონპროექტის ხელახლა განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობასთან შეხვედრას ითხოვს. 
18 იან.'18 13:51
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში
ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.  
17 იან.'18 19:27
პანკისის ხეობის სამი მკვიდრი დაიკითხა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამი პირი ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან სავარაუდო კავშირის გამო დაკითხა.
17 იან.'18 16:39
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
17 იან.'18 13:19
საქართველოს და ლატვიის პარლამენტებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავის ლატვიელ კოლეგას, ასევე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა.
16 იან.'18 18:13
არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა.
16 იან.'18 14:15
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა
რესპონდენტების 72% ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 64% - ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
16 იან.'18 12:19
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
საქართველოს რეიტინგი მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით უცვლელი დარჩა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
78