Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 15:14 - 20 იან.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხულოში, თელავსა და თუშეთის ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
Civil Georgia, Tbilisi / 8 სექ.'17 / 15:24

ხულოში, შავნაბადას ტყეში რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაცია 8 სექტემბერს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

დღის ბოლომდე იგეგმება ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია. ამ მიზნით სამუშაოებში ჩართულია 500-მდე მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი. სამუშაოებში ასევე მონაწილეობს მძიმე ტექნიკა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების დაქსელვა და მიწის ნიადაგის დამუშავება. დილიდან მუშაობს ორი ვერტმფრენი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში, სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა სრული ჩაქრობა გუშინ ქარის ამოვარდნის გამო გართულდა. ამჟამად ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

„მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ასევე ხანძრის ცალკეული კერებზე მუშაობა გრძელდება თუშეთში, სოფელ ხახაბოს ტყეში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
20 იან.'18 15:14
საქართველო Human Rights Watch-ის ყოველწლიურ ანგარიშში
სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ანგარიშში განხილულია „ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე“ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა.
19 იან.'18 16:23
ირაკლი კობახიძე უკრაინას სტუმრობს
პარლამენტის თავმჯდომარე თავის უკრაინელ კოლეგას, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
18 იან.'18 15:20
მედიაორგანიზაციები პარლამენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებისკენ მოუწოდებენ
51 მედიაორგანიზაცია, კანონპროექტის ხელახლა განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობასთან შეხვედრას ითხოვს. 
18 იან.'18 13:51
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში
ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.  
17 იან.'18 19:27
პანკისის ხეობის სამი მკვიდრი დაიკითხა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამი პირი ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან სავარაუდო კავშირის გამო დაკითხა.
17 იან.'18 16:39
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
17 იან.'18 13:19
საქართველოს და ლატვიის პარლამენტებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავის ლატვიელ კოლეგას, ასევე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა.
16 იან.'18 18:13
არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა.
16 იან.'18 14:15
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა
რესპონდენტების 72% ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 64% - ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
16 იან.'18 12:19
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
საქართველოს რეიტინგი მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით უცვლელი დარჩა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
75