Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:25 - 22 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პატრიოტთა ალიანსმა თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა
Civil Georgia, Tbilisi / 16 აგვ.'17 / 16:50

პატრიოტთა ალიანსმა ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი დაასახელა.

მერობის კანდიდატი პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა, 16 აგვისტოს წარადგინა.
 
თარხან-მოურავმა საქართველოში მოქმედი საარჩევნო სისტემა გააკრიტიკა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ არ უნდა შევხედოთ ამას, როგორც უბრალოდ ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებს, როგორც არჩევნებს ქალაქისა თუ სოფლის განვითარებისა და კეთილმოწყობის კუთხით. ჩვენ უნდა ვაქციოთ ეს პროცესი პოლიტიკურ პროცესად“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.

„არჩევნები ჩაივლის მასშტაბური საპროტესო აქციების ფონზე. ამ აქციების ორგანიზატორი იქნება საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და საჭიროა ფიგურა, რომელიც შეძლებს, რომ პოლიტიკურ პროცესად აქციოს ეს არჩევნები. ასეთი ფიგურა არის ირმა ინაშვილი“, - თქვა მერობის კანდიდატის წარდგენისას პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ირმა ინაშვილი არის „მებრძოლი, ძალიან პრინციპული ადამიანი“, რომელიც „სრულიად სხვა სულისკვეთებას შესძენს ამ არჩევნებს“.

თავისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ირმა ინაშვილმაც საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებებზე საუბარს დაუთმო.

„ოცდახუთი წელია, მერები, გამგებლები, ყველამ კარგად ვიცით, უხეშად ერევიან არჩევნების პროცესში, მანიპულირებენ საარჩევნო სიებით, აშინებენ ამომრჩეველს“, - აღნიშნა ინაშვილმა და დასძინა: „ეს უნდა იყოს ბრძოლა თავისუფალი არჩევნებისთვის, ეს უნდა იყოს ბრძოლა არჩევნების უზურპაციის წინააღმდეგ - რა პროცესიც ახლა მიდის, ეს უნდა იყოს ბრძოლა თავისუფლებისათვის“.

პატრიოტთა ალიანსის გარდა, ამ დროისათვის თბილისის მერობის კანდიდატები დასახელებული აქვს ოთხ პოლიტიკურ პარტიას და ერთ საინიციატივო ჯგუფს.

მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, კახა კალაძე, წარადგინა; ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, „კურიერის“ წამყვანი, ზაალ უდუმაშვილი დაასახელა; ევროპული საქართველოს სახელით, თბილისის მერობისთვის პარლამენტის წევრი, ელენე ხოშტარია იბრძოლებს. შენების მოძრაობის კანდიდატი კი თენგიზ შერგელაშვილი იქნება. არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს თბილისის საკრებულოს წევრი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი საკამათო საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნები 2017 წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება.

 

უახლესი ამბები
22 თებ.'18 18:25
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იან კელიმ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
22 თებ.'18 15:40
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უმნიშვნელოდ გაუარესდა წინა წელთან შედარებით.
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13