Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:05 - 17 ოქტ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თავისუფალი დემოკრატები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ
Civil Georgia, Tbilisi / 11 აგვ.'17 / 15:44

თავისუფალმა დემოკრატებმა განაცხადეს, რომ „გამოტოვებენ“ 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადებიან. 

გადაწყვეტილების მიზეზებს შორის პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გადატანილ კრიზისს, აგრეთვე - 2017 წლის მაისში რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარუმატებლობას ასახელებს.

„2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიაში შეიქმნა კრიზისული ვითარება. პარტია დატოვა არაერთმა ლიდერმა და წევრმა. ჩვენს წინაშე იდგა პარტიის გადარჩენის ამოცანა, რომელსაც არსებითად გავართვით თავი. მაგრამ, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვენი პარტიის ძალებს აღემატებოდა და ასეთი რამ მიზნად არც დაგვისახავს“, - აღნიშნავენ თავისუფალი დემოკრატები.

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ შემოგვთავაზეს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა  ადგილობრივ არჩევნებში ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან საკმაოდ რეალური დაპირისპირება.  ამ პროექტის პირველ საფეხურზე გამოვაცხადეთ საარჩევნო ბლოკი რესპუბლიკურ პარტიასთან. სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელება, ჩვენგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, პირველ საფეხურს ვერ გასცდა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„შექმნილ ვითარებაში გადავწყვიტეთ გამოვტოვოთ თვითმმართველობის არჩევნები და შევუდგეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას“, - ამბობენ თავისუფალი დემოკრატები და „თავისუფალი, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის ბრძოლაში“ აქტიური მონაწილეობის პირობას დებენ. 

არასაპარლამენტო პარტიებმა - თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო ბლოკი 2017 წლის მაისში შექმნეს

თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა, რომელთაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების შემადგენლობაში მიიღეს მონაწილეობა, 2016 წელს დამოუკიდებლად იყარეს კენჭი და პარლამენტში ვერ მოხვდნენ, რადგანაც ხმების მხოლოდ 4.63% და 1.55% მიიღეს, შესაბამისად. 

არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ ორივე პარტია რამდენიმე წამყვანმა წევრმა დატოვა, მათ შორის ლიდერებმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ.

უახლესი ამბები
17 ოქტ.'17 19:05
ქალები ხელისუფლებაში: საქართველო ევროპის საბჭოს ანგარიშში
ანგარიში ევროპის საბჭოს 46 წევრ ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს მიმოიხილავს.
17 ოქტ.'17 18:27
თბილისში აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტები დაკრძალეს
აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული 25 პირის ნეშტი ცოტა ხნის წინ მათ ოჯახებს გადასცეს.
17 ოქტ.'17 13:13
ლავროვი: მოსკოვი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს
ლავროვი ახალგაზრდობის და სტუდენტთა მე-19 მსოფლიო ფესტივალის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.
17 ოქტ.'17 12:08
თხილის მოსავლის განადგურების გამო კომპენსაციის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს.
16 ოქტ.'17 17:37
საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა იტალიის სენატის თავმჯდომარესთან პიეტრო გრასოსთან.
16 ოქტ.'17 16:11
არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №6
მეექვსე გამოცემაში 9-15 ოქტომბრის კვირაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს გაგაცნობთ.
14 ოქტ.'17 12:01
აშშ-ის საელჩოს განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 13 ოქტომბერს დაძლია.
13 ოქტ.'17 19:12
მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის პირვანდელი ვერსია 117 ხმით დაამტკიცა.
13 ოქტ.'17 12:37
საქართველოს საგარეო უწყება კატალონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ
საქართველო მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას. 
13 ოქტ.'17 12:16
საქართველოს ლიდერებმა რუსეთის ოკუპაცია, სტრატეგიული პრიორიტეტები განიხილეს
პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმში უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ. 

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
74