Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:23 - 16 აგვ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 10 აგვისტო
Civil Georgia, Tbilisi / 10 აგვ.'17 / 18:21

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.

მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.
 
10 აგვისტო:
  

  • რუსული ჯარის და ჯავშანტექნიკის შემოსვლა როკის გვირაბის გავლით საქართველოში ღამით და ადრე დილითაც გრძელდება.
      
  • გაეროს ოფიციალური წარმომადგენელი ედმონდ მულეტი კოდორის ხეობის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის თაობაზე აფრთხილებს
      
  • 04:00 საათზე რუსი სამხედროები დიდი ლიახვის ხეობას იკავებენ. ეს ძალები წარმოადგენენ 76-ე საჰაერო-მოიერიშე დივიზიის 104-ე პოლკს, რუსეთის სპეცრაზმის შენაერთებს და ვოსტოკის ბატალიონს. 
      
  • 07:00 საათისთვის 503-ე მოტომსროლელთა პოლკის სამხედროები ძარის გზის დასავლეთიდან ცხინვალში შესვლას იწყებენ
      
  • 05:30 საათზე რუსეთის საჰაერო ძალები ვაზიანს და ბაქო-სუფსის ნავთობსადენს ბომბავენ
      
  • დაახლოებით 05:40 საათზე რუსეთის საჰაერო ძალები საავიაციო ქარხანას ბომბავენ. საღამოს საავიაციო ქარხანას კვლავ ბომბავენ.
      
  • დღის განმავლობაში, 06:00 საათიდან 22:10 საათამდე რუსეთის საჰაერო ძალების მიერ კოდორის ხეობაზე უამრავი შეტევა ხორციელდება. 
      
  • მე-7 საჰაერო-მოიერიშე დივიზიის ძალების აფხაზეთში გადასხმა იწყება როგორც ხომალდებიდან, ისე ახლად შეკეთებული რკინიგზის მეშვეობით. 08:00 საათისთვის აფხაზეთში ასევე აგზავნიან ულიანოვსკში განთავსებულ 31-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადას. 
      
  • დილას, საქართველოს ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას, რომ რუსულ ჯართან ბრძოლის გაგრძელება ქართულ არმიას გაანადგურებს და შედეგად მთელი ქვეყანა დაუცველი დარჩება. ამიტომ, ხელისუფლება ცხინვალიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას იღებს. 
      
  • 10:30 საათისთვის რუსეთის 42-ე დივიზიის სამხედროები ცხინვალში შედიან ჩრდილოეთიდან, დიდი ლიახვის ქართული სოფლების გავლით. 42-ე დივიზიის ძალებში შედიოდნენ 70-ე და 71-ე მოტომსროლელთა პოლკები, 50-ე თვითმავალი საარტილერიო პოლკი, 417-ე ცალკეული სადაზვერვო პოლკი და სხვა დამხმარე შენაერთები. 
      
  • დილას 76-ე საჰაერო-მოიერიშე დივიზიის 234-ე სადესანტო პოლკი ასევე შედის ცხინვალში ჩრდილოეთიდან, ჯავის გავლით. 
      
  • დაახლოებით 11:00 საათისთვის ქართული პოლიცია კოდორის ხეობის მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს. 
      
  • საქართველოს საზღვაო ბლოკადა ხორციელდება კრეისერი ”მოსკვას” ხელმძღვანელობით
      
  • საქართველოს ხელისუფლება ეუბნება მოსახლეობას, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია. 
      
  • აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ 1000 სამხედრო გაგზავნა კოდორის ხეობაში და დასძენს, რომ ეს ქმედებები რუსეთთანაა კოორდინირებული. 
      
  • უკრაინა აფრთხილებს რუსეთს, რომ არ გამოიყენოს სევასტოპოლის ბაზა საქართველოს წინააღმდეგ საზღვაო ოპერაციებისთვის.  
      
  • 15:10 საათზე რუსეთის საჰაერო ძალები ქარელი რაიონის სოფელ კნოლევს ბომბავენ, ხოლო 15:30 საათზე ისევ გორი იბომბება. 
      
  • 15:40 საათზე და შემდეგ 16:20 საათზე რუსული მოიერიშე თვითმფრინავები ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიას ბომბავენ
      
  • 18:40 საათზე რუსეთის საჰაერო ძალები თბილისის აეროპორტის სარადარო სისტემას ბომბავენ
     
  • ერაყში განთავსებული 2000 ქართველი სამხედრო საქართველოში ბრუნდება
      
  • საქართველო ეუბნება რუსეთს, რომ ცხინვალის რეგიონიდან სამხედროები გაყავს და ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამს. 
      
  • რუსეთი უარყოფს, რომ ქართველმა სამხედროებმა დატოვეს რეგიონი. 
      
  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტიდან მოხსნას ითხოვს. რაისი უარს აცხადებს ამ მოთხოვნაზე და მიუხედავად ლავროვის თხოვნისა, რომ ეს საიდუმლოდ შეინახოს, ამის თაობაზე ამერიკელ პარტნიორებს და გაეროს უშიშროების საბჭოს ატყობინებს.  
  • 22:30 საათზე რუსი სამხედროები აფხაზეთიდან ზუგდიდის რაიონში შედიან მდინარე ენგურის ხიდის გავლით.  
  • 23:55 საათზე რუსული მოიერიშე თვითმფრინავები გორის რაიონის სოფელ შავშვებს ბომბავენ.  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
16 აგვ.'17 19:23
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 16 აგვისტო
Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.       
16 აგვ.'17 16:50
პატრიოტთა ალიანსმა თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა
დედაქალაქის მერის პოსტისთვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი, იბრძოლებს.
16 აგვ.'17 13:15
აშშ-ის წლიური ანგარიში საქართველოს რელიგიური თავისუფლების შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც მოიცავს, 15 აგვისტოს გამოაქვეყნა.
15 აგვ.'17 18:58
ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის ინიციატივით გამოდის
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციურ პარტიებს „საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშნველოვანი საკითხის“ განხილვას სთავაზობს.
15 აგვ.'17 13:43
საქსტატი: 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.56 მლრდ აშშ დოლარი იყო
საბოლოო მონაცემები გადაიხედა თავდაპირველად დასახელებული 1.64 მლრდ აშშ დოლარიდან.
15 აგვ.'17 12:12
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 15 აგვისტო
Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.     
14 აგვ.'17 14:46
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 14 აგვისტო
Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.     
14 აგვ.'17 13:33
თბილისში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების 25-ე წლისთავი აღინიშნა
25 წლის წინანდელი კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 10 000 ადამიანი დაიღუპა, ასიათასობით ადამიანი კი დევნილად იქცა.
13 აგვ.'17 22:55
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 13 აგვისტო
Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.    
12 აგვ.'17 22:12
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 12 აგვისტო
Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10