Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სემეკმა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ახალი ტარიფები დაადგინა
Civil Georgia, Tbilisi / 18 ივლ.'17 / 19:11

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღეს გამართულ სხდომაზე, ბუნებრივი აირის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით, სამი გაზმომმარაგებელი კომპანიის განაცხადი განიხილა და დააკმაყოფილა.

სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისის მოსახლეობისთვის, რომელსაც კომპანია ყაზტრანსგაზი ამარაგებს, სამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 46.153 თეთრამდე გაიზარდა. აქამდე ტარიფი 45.620 თეთრს შეადგენდა.

ტარიფი რეგიონების მომხმარებლებისათვისაც გაიზარდა, რომელთა ნაწილს - კომპანია სოკარ ჯორჯია გაზი და ნაწილს კი საქორგგაზი ამარაგებს.

სოკარ ჯორჯიას მომხმარებლებისთვის 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტარიფი, დღგ-ს ჩათვლით, 56.940 თეთრით, საქორგგაზის მომხმარებლებისათვის კი 57.011 თეთრით განისაზღვრა.

სემეკის ინფორმაციით, ახალი სატარიფო სისტემა 2017 წლის 20 ივლისიდან ამოქმედდება და ძალაში 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
85