Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისში „ქართველთა მარში“ გაიმართა, ბერშუეთში ოკუპაცია გააპროტესტეს
Civil Georgia, Tbilisi / 15 ივლ.'17 / 01:11

ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებმა, 14 ივლისს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან გააპროტესტეს, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზი თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწიეს.

აქციის მონაწილეები ბერშუეთში შუადღისთვის ჩავიდნენ, შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი, შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, ასევე - აღმართეს სიმბოლური ბანერი, წარწერით  - „სახელმწიფო საზღვრამდე (როკის გვირაბი) 101 კილომეტრია“.

სოფელ ბერშუეთთან შეკრებილმა 500-მდე დემონსტრანტმა საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთის ოკუპაციის აღსაკვეთად, აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდა.

„ქართველთა მარში“

საქართველოს ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას იმავე დღეს ულტრანაციონალისტური ორგანიზაციებიც შეეცადნენ, რომლებმაც თბილისში ე.წ. „ქართველთა მარში“ გამართეს.

მსვლელობა, რომელიც მოძრაობა „ეროვნულების“ ორგანიზებით მოეწყო, საღამოს 8 საათზე აღმაშენებლის გამზირზე დაიწყო და იმავე ქუჩაზე, ერთი საათის შემდეგ დასრულდა.

მსვლელობის 2000-მდე მონაწილე არალეგალი უცხოელების გაძევებას, საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას, უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის შეზღუდვას და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის უცხოური დაფინანსების აკრძალვას მოითხოვდნენ. მათ მსვლელობას საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის - პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი, ემზარ კვიციანიც, შეუერთდა.

ულტრანაციონალისტური ორგანიზაციები „ქართული მარშისთვის“ საზოგადოების მობილიზებას რამდენიმე დღის მანძილზე ახორციელებდნენ.

29 ივნისს, ფეისბუქში გამოქვეყნებულ განცხადებაში, მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, „ულტიმატუმი“ წამოაყენა და  „ირანელებს, არაბებს და აფრიკელებს“ საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდა.

მარშის გამართვამდე, სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს და, რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ძალადობის ფაქტების თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებას შესაბამისი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდეს.

გარდა ამისა, „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რამდენიმე ულტრანაციონალისტური ორგანიზაცია, სოციალური ქსელების გამოყენებით, „ქართველთა მარშის“ მხარდამჭერ ნეოფაშისტურ, რასისტულ და ქსენოფობიურ მოწოდებებს აქტიურად ავრცელებდა.

მდუმარე აქცია სოფელ ბერშუეთთან

„ქართველთა მარშის“ პასუხად, 14 ივლისს, საღამოს, სოფელ ბერშუეთში 60-მდე სამოქალაქო აქტივისტმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართა.

„ზუსტად იმ დროს, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარში“ გაიმართება, ჩვენ გვსურს დავდგეთ ყოველდღიურად მცოცავ საოკუპაციო ხაზთან! გვსურს, ჩვენ თანამოქალაქეებს და უცხოელ გულშემატკივრებს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა ოკუპაციაა“, - ნათქვამი იყო ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის სახელით გავრცელდა.

„ქართველთა მარშს“ ბერშუეთის პირველი აქციის მონაწილეებიც გაემიჯნნენ.

„ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, ყოველგვარ ჰომოფობიას, ჩვენ ვემიჯნებით ქსენოფობიურ გამოხტომებს ამ ქვეყანაში. ჩვენ გვინდა თავისუფალი ქვეყანა“, - აღნიშნა ბერშუეთში გამართული აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ.

უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
81