Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:36 - 21 სექ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სტოლტენბერგი ცხინვალის რეგიონში ბორდერიზაციის გამო „შეშფოთებულია“
Civil Georgia, Tbilisi / 14 ივლ.'17 / 12:52

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, 13 ივლისს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის აღმართვის საკითხს შეეხო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კითხვის საპასუხოდ, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ როგორც ნატოს გენერალურ მდივანს „შემიძლია განვაცხადო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ“.

„ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები უკვე რამდენჯერმე გადმოწიეს; ჩვენ არ ვცნობთ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ან ქვეყნებად. ისინი საქართველოს ნაწილს წარმოადგენენ, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი მხარს უჭერს „ყველა ძალისხმევას, რათა მოლაპარაკებების გზით გამოინახოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზები“  და განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით, ასევე დაეხმარება ქვეყანას საკუთარი შესაძლებლობების მოდერნიზაციასა და გაძლიერებაში, რათა მან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.

 

უახლესი ამბები
21 სექ.'17 18:36
რუსეთი სოხუმში საბაჟო პუნქტს გახსნის
პუნქტი მთელ აფხაზეთს მოიცავს, რუსეთის კანონმდებლობით იმუშავებს, მისი თანამშრომლები კი იმუნიტეტით ისარგებლებენ.
21 სექ.'17 18:19
მმართველი პარტია ბონუსის სისტემაზე უარს ამბობს
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიებს საარჩევნო ბლოკებში გაერთიანების უფლება ექნებათ.
21 სექ.'17 17:49
რესპუბლიკური პარტია ერთნაირი სქესის მქონე პირთათვის სამოქალაქო პარტნიორობას ლობირებს
პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა, თუმცა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა.
21 სექ.'17 12:04
საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე გახდა
პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა OGP-ის თავმჯდომარეობა საფრანგეთის პრეზიდენტისგან ოფიციალურად გადაიბარა.
20 სექ.'17 17:58
რუსი მინისტრი: მოსკოვი სამხრეთ ოსეთის მიმართ აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს ‘ადასტურებს’
მინისტრი ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ლევ კუზნეცოვი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ცხინვალს სტუმრობს.
20 სექ.'17 17:54
პარლამენტმა ახალი გენერალური აუდიტორი აირჩია
გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილმა ლაშა თორდია შეცვალა.
20 სექ.'17 17:21
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე შეხვედრა გაიმართა
კომიტეტი ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს.
20 სექ.'17 15:24
პრეზიდენტმა და ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე ერთობლივი დოკუმენტი გამოაქვეყნეს
ერთობლივი დოკუმენტი განსახილველად ქართულ ოცნებას და ვენეციის კომისიას გაეგზავნა.
20 სექ.'17 13:33
კვირიკაშვილი ნიუ-იორკში ევროკავშირის და ეუთოს ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ფედერიკა მოგერინის, თომას გრემინგერს და დონალდ ტუსკს შეხვდა.
20 სექ.'17 12:20
საქართველო გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე
ესტონეთის, ლიტვის, პოლონეთის, სლოვაკეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა საქართველოს შესახებ განცხადებები გააკეთეს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
66