Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:10 - 24 ნოე.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 13 ივლ.'17 / 19:03

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ ბათუმის მე-14 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ენერგეტიკული კავშირის საკითხებში, მაროშ შეფჩოვიჩმა, შეაქო საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან  ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერების კუთხით აღებული ვალდებულების გამო.   

თავის გამოსვლაში შეფჩოვიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს როგორც „ლიდერის“ როლს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ასევე როგორც „მაგალითს ეკონომიკური და სოციალური მოქნილობისა“.

„უზარმაზარი პროგრესი იქნა მიღწეული ყველა სფეროში, დაწყებული პოლიტიკური და დამთავრებული ეკონომიკური და ვაჭრობის სფეროებით, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკით, მას შემდეგ, რაც 2016 წლის ივლისიდან ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება“, - განაცხადა მან.

„ჩვენი ასოცირება საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ ასევე საერთო დღის წესრიგი, საერთო ინტერესები და ვალდებულებები გვაქვს, რათა ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ მომდევნო თვეებში და წლებში, და ასევე გავაგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან“, - განაცხადა შეფჩოვიჩმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს როლზე ევროკავშირის ენერგოპოლიტიკაში და აღნიშნა, რომ ქვეყანა „ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის მთავარი პარტნიორია“.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სატრანზიტო როლი კასპიის ზღვიდან სამხრეთის გაზის დერეფნის მეშვეობით ევროპულ ბაზარზე ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდების საქმეში“, - აღნიშნა შეფჩოვიჩმა და დასძინა, რომ „მისი რეალიზაცია და მისი შესაძლო გაფართოება მნიშვნელოვანი ორმხრივი სარგებლის მომტანი იქნება“.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ენერგეტიკული კავშირის საკითხებში საქართველოს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა მიულოცა. „საქართველოს გაწევრიანება ენერგეტიკულ გაერთიანებაში მნიშვნელოვანი მიღწევაა და კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ საქართველომ ევროპული გზა აირჩია“, - აღნიშნა მან.

„ამ კონტექსტში ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ენერგობაზრის რეფორმირებაში, რაც მოიზიდავს ინვესტიციებს, გაზრდის კონკურენციას და გააუმჯობესებს ენერგოსექტორის მდგრადობას და უსაფრთხოებას“, - დასძინა შეფჩოვიჩმა.

უახლესი ამბები
24 ნოე.'17 18:10
ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს.
24 ნოე.'17 17:38
კვირიკაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტს ესწრება.
24 ნოე.'17 16:34
მარგველაშვილი ანტი-ტერორისტული ოპერაციის შესახებ
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მთავრობა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამო.
24 ნოე.'17 14:19
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაში
ევროპის სახალხო პარტიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა მე-6 შეხვედრა 23 ნოემბერს გამართა.
23 ნოე.'17 12:15
პრემიერ-მინისტრი თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის შედეგებს აფასებს
სუს-ის უფროსი კი, ბოროტმოქმედების მიერ გაწეულ შეიარაღებულ წინააღდეგობას „ტერორისტულ აქტს“ უწოდებს. 
23 ნოე.'17 09:55
მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე კვლავ უარი ეთქვა
სასამართლომ ჩაბუქის მიერ ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
22 ნოე.'17 19:30
სუსი: სამი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაიმეორა, რომ ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.
22 ნოე.'17 18:30
საქართველოს ოფიციალური პირების თქმით, ჯაველინის სისტემა ‘მხოლოდ თავდაცვითი’ მიზნით გამოიყენება
დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „ასახავს ორი სუვერენული სახელმწიფოს ნებას“.
22 ნოე.'17 18:26
თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაცია დასრულდა
ეჭვმიტანილთა ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.
22 ნოე.'17 16:24
თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაცია გრძელდება
ეჭვმიტანილთა რაოდენობა და ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
81