Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:03 - 24 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 250 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
Civil Georgia, Tbilisi / 13 ივლ.'17 / 16:00

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სესხის სახით 250 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც ქვეყნის საგზაო ინფრასქტრუქტურის მშენებლობას და რეაბილიტაციას მოხმარდება, განაცხადეს EIB-მ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხუთშაბათს.

შესაბამის სასესხო შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა 13 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოაწერეს ხელი.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ ევროპისგან. ყველა ეს ნაბიჯი, საბოლოო ჯამში, გადადგმული უნდა იყოს იქითკენ, რომ სწრაფად მოხდეს ქვეყანაში ძირითადი ინფრასტრუქტურის დასრულება, რომელმაც უნდა გააძლიეროს საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი, ასევე უნდა შემატოს ჩვენს ქვეყანას რეგიონებს შორის დამაკავშირებელი შესაძლებლობები და გააადვილოს ქვეყნით შიგნით გადაადგილება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ.

250 მილიონი ევრო მეორე და ბოლო ტრანშია იმ 500 მილიონი ევროს ოდენობის სესხისა, რომელიც ბანკმა საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 253 კმ-ის ძირითადი და მეორადი გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის გამოყო.

ამას გარდა, ევროპის საინვესტიციო ბანკი დამატებით 3.5 მილიონ ევროს დაფინანსებას გამოყოფს ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციისთვის. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილ 20 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რაც საჭირო გახდა ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრეზიდენტმა ჰუდაკმა ხაზი გაუსვა ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის არსებულ ათწლიან წარმატებულ თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ბანკმა დღემდე საქართველოში 1.5 მილიარდი ევროს საერთო ღირებულების 21 პროექტი დააფინანსა.

„ჩვენი საბოლოო მიზანია სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური ზრდა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ეს სასესხო ხელშეკრულებები, რომელთაც დღეს მოვაწერეთ ხელი, სწორედ ამას ისახავს მიზნად“, - განაცხადა მან.

უახლესი ამბები
24 თებ.'18 20:03
ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „მზად არის მხარი დაუჭიროს“ მიმდინარე გამოძიებას. 
23 თებ.'18 20:31
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე თბილისი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
თბილისი მკაცრად გმობს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებისა და გარდაცვალების ფაქტს.
23 თებ.'18 17:27
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
თბილისში გამართულ შეხვედრებზე ანდერს სამუელსენმა საგარეო პოლიტიკის და ფინანსური დახმარების პროგრამის საკითხები განიხილა.
23 თებ.'18 15:05
ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში ცხინვალის უშიშროების სამსახურმა დააკავა.
22 თებ.'18 18:25
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იან კელიმ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
22 თებ.'18 15:40
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უმნიშვნელოდ გაუარესდა წინა წელთან შედარებით.
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14