Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:51 - 12 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკო: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3.51 მილიონს შეადგენს
Civil Georgia, Tbilisi / 4 ოქტ.'16 / 14:37

საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 3 513 884–ს შეადგენს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების თანახმად.

ივნისში, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 473 316 იყო, ხოლო 6 აგვისტოს განახლებული მონაცემების მიხედვით, 3 452 093-ს შეადგენდა.

2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა  3 429 748 იყო, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე - 3 537 719, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 3 613 851.

ცესკო ამომრჩეველთა სიების დადგენაზეა პასუხისმგებელი იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც შესაბამისი უწყებები, ძირითადად კი იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მას ყოველკვარტალურად აწვდის. 

ამომრჩეველთა რაოდენობა ყველაზე უმცირეს ოლქში არსებული 42 332 –დან (თეთრიწყაროსა და გარდაბნის ნაწილის მომცველი ოლქი) ყველაზე უმსხვილესში 55 251–მდე მერყეობს (ქალაქ რუსთავის ორიდან ერთ-ერთი, 29-ე ოლქი). 

საქართველოს საარჩევნო ოლქების უმეტესობა ამომრჩეველთა მეტი თანაბრობის უზრუნველყოფის მიზნით ახალ საზღვრებში ჩამოყალიბდა ადრე არსებული მაჟორიტარული ოლქების გამსხვილების ან გაყოფის გზით. ოლქების ახლებურად ფორმირებამდე ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით ოლქებს შორის სხვაობა 150 000–დან 6 000–მდე მერყეობდა.

ქვემოთ მოცემულია ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა 73 მაჟორიტარული ოლქის მიხედვით (ფრჩხილებში მოცემულია ამომრჩეველთა რაოდენობა 13 ივნისის მდგომარეობით):

თბილისი

№1 მთაწმინდა  - 43 833 (43 372)
№2 ვაკე (ჭავჭავაძის გამზირი მიმდებარე ქუჩებით, წყნეთი) – 42 513 (41 598)
№3 ვაკე (ბაგები, ვაჟა-ფშაველას კვარტლების, ნუცუბიძის მიკრორაიონების უმეტესობა) – 44 717 (42 865)
№4 საბურთალო (დიდი დიღომი, სოფელი დიღომი, ვაშლიჯვარი, ვეძისი) – 45 527 (44 063)
№5 საბურთალო (ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირები მიმდებარე ქუჩებით ) -43 822 (42 385)
№6 საბურთალო (პეკინის გამზ. მიმდებარე ქუჩებით, სპორტის სასახლის მიმდებარე ქუჩები) – 44 165 (42 957)
№7 კრწანისი - 47 330 (46 046)
№8 ისანი (ვაზისუბანი, მე-3 მასივისა და ვარკეთილის ნაწილი) – 45 190 (43 028)
№9 ისანი (ავლაბარი) – 44 745 (43 958)
№10  ისანი (ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, საავიაციო ქარხნის დასახლება) – 45 018 (43 764)
№11 სამგორი (ვარკეთილის ნაწილი, სოფელი პატარა ლილო) – 47 173 (44 590)
№12 სამგორი (მოსკოვის გამზირი, მე-3 მასივის ნაწილი) – 45 367 (43 396)
№13 სამგორი (ვარკეთილის ნაწილი, აეროპორტის დასახლება, დიდი ლილო, მარტყოფი) – 44 747 (43 042)
№14 ჩუღურეთი  - 44 610 (43 737)
№15 დიდუბე (წერეთლის გამზირი მიმდებარე ქუჩებით) – 44 316 (43 378)
№16 დიდუბე (დიღმის მასივი, ზაჰესი) – 44 377 (42 889)
№17 ნაძალადევი (ცოტნე დადიანის და მიმდებარე ქუჩები, ლოტკინის დასახლება) – 44 976 (44 166)
№18 ნაძალადევი (სანზონის დასახლება, მიმდებარე ქუჩები) – 44 902 (43 785)
№19 ნაძალადევი (თემქა) – 45 858 (43 563)
№20 გლდანი (ავჭალა, სოფელი გლდანი) – 45 727 (44 436)
№21 გლდანი (გლდანის მიკრორაიონების უმეტესობა) – 46 513 (44 197)
№22 გლდანი (მუხიანი) – 46 652 (44 519)

კახეთი

№23 საგარეჯო - 46 080 (46 071)
№24 გურჯაანი - 53 427 (53 671)
№25 სიღნაღი/დედოფლისწყარო - 52 777 (53 060)
№26 ლაგოდეხი/ყვარლის ნაწილი - 52 301 (52 229)
№27 თელავი/ყვარლის ნაწილი - 51 943 (51 895)
№28 ახმეტა/თელავის მუნიციპალიტეტის ნაწილი - 51 030 (50 659)

ქვემო ქართლი

№29 რუსთავი  - 55 251 (54 168)
№30 რუსთავი - 53 440 (52 407)
№31 გარდაბანი - 42 490 (42 395)
№32 თეთრიწყარო/გარდაბნის ნაწილი - 42 332 (42 312)
№33 ბოლნისი - 51 263 (51 267)
№34 წალკა/დმანისი/ბოლნისის კაზრეთი - 48 642 (48 670)
№35 მარნეული  - 50 945 (50 825)
№36 მარნეული  (ქალაქი, 10 სოფელთან ერთად) – 47 832 (47 395)

მცხეთა-მთიანეთი

№37 მცხეთა  - 44 527 (44 483)
№38 დუშეთი/თიანეთი/ყაზბეგი - 42 511 (42 170)

შიდა ქართლი

№39 კასპი/გორის ქვახვრელი - 42 559 (42 479)
№40 ქარელი/გორის შინდისი, ვარიანი  - 46 382 (46 468)
№41 ქალაქი გორი/ტინისხიდი, ბერბუკი - 50 395 (49 455)
№42 გორის მუნიციპალიტეტი – 49 965 (49 881)
№43 ხაშური - 49 995 (49 908)

სამცხე-ჯავახეთი

№44 ახალციხე/ადიგენი - 50 293 (50 049)
№45 ბორჯომი/ ასპინძა/ახალქალაქის 5 სოფელი - 44 024 (43 912)
№46 ნინოწმინდა/ახალქალაქი - 51 843 (51 652)

იმერეთი

№47 ქუთაისი (ბალახვანი) – 53 089 (52 425)
№48 ქუთაისი - 54 064 (53 531)
№49 ქუთაისი  - 54 556 (53 735)
№50 ტყიბული/თერჯოლის ნაწილი - 52 428 (52 636)
№51 ხარაგაული/ბაღდათი/ზესტაფონის ნაწილი - 48 165 (48 313)
№52 ზესტაფონი  - 50 103 (50 035)
№53 საჩხერე  - 43 172 (43 337)
№54 ვანი/ხონი  - 49 104 (49 359)
№55 სამტრედია - 47 017 (47 111)
№56 ჭიათურა - 43 786 (43 929)
№57 წყალტუბო - 52 308 (52 231)

რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო და ზემო სვანეთი

№58 ამბროლაური/ ონი/ცაგერი/ლენტეხი/მესტია - 43 650 (43 499)

გურია-სამეგრელო

№59 ოზურგეთი - 50 226 (50 317)
№60 ლანჩხუთი/ჩოხატაური/ოზურგეთის 6 სოფელი - 50 262 (50 389)
№61 ფოთი/ლანჩხუთი 2 სოფელი/ოზურგეთის 2 სოფელი - 52 212 (52 020)
№62 მარტვილი/აბაშა - 50 849 (51 076)
№63 სენაკი/აბაშის 3 სოფელი - 44 295 (44 370)
№64 ხობი/ზუგდიდის 7 სოფელი - 44 946 (44 920)
№65 ქალაქი ზუგდიდი/1 სოფელი - 52 618 (52 388)
№66 ზუგდიდი - 51 895 (51 916)
№67 წალენჯიხა/ჩხოროწყუ - 52 308 (52 473)

აჭარა

№68 ბათუმი (პორტი, ციხისძირი, ჩაქვი, მახინჯაური) – 53 062 (52 477)
№69 ბათუმი - 53 035 (52 164)
№70 ბათუმი (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, გონიო, კვარიათი) – 52 866 (51 900)
№71 ქობულეთი (ბათუმზე მიბმული ხუთი სოფლის გამოკლებით) – 49 319 (49 372)
№72 ხელვაჩაური/ქედის 1 სოფელი  - 48 109 (48 325)
№73 ხულო/შუახევი/ქედა - 52 115 (51 853)

უახლესი ამბები
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
42