Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვანო მერაბიშვილი სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ ცნო
Civil Georgia, Tbilisi / 20 ოქტ.'14 / 14:12

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვაში, რათა ამ გახმაურებული მკვლელობის თაობაზე სიმართლის დადგენისთვის ხელი შეეშალა.

სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო, როგორც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ისე სამსახურეობრივი სიყალბის ბრალდებებში.  მოსამართლემ, თავდაპირველად, პირველ ბრალდებაზე მას 4 წლით, ხოლო მეორე ბრალზე  - 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა ორივე ამ ბრალდებისთვის საბოლოოდ 3-წლიანი პატიმრობა განისაზღვრა სასჯელთა შთანთქმისა და ასევე იმ ამნისტიის აქტის გამო, რომელიც პარლამენტმა 2012 წლის დეკემბერში მიიღო. მერაბიშვილს ასევე აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის 2 წლითა და 3 თვით დაკავება. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერაბიშვილს, რომელიც 2013 წლის მაისის ბოლოს დააკავეს, გირგვლიანის საქმეზე სასჯელის მოხდის ათვლა 2014 წლის 20 ოქტომბრიდან დაეწყება.

მერაბიშვილი, რომელიც საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა და არც განაჩენის გამოცხადებას დასწრებია, უარყოფს ბრალდებებს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს. 

ის უკვე მსჯავრდებულია სხვა საქმეებთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილი თებერვალში  დამნაშავედ ცნო და  4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პირობებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; ეს განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

ასევე თებერვალში მას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა ორ დამოუკიდებელ საქმეზე, ცნო რა დამნაშავედ 2012 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მითვისება–გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის და ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის დარღვევის თაობაზე წაყენებულ ბრალდებებში.

ვანო მერაბიშვილს, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ასევე ედება ბრალი 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის საქმეზე.

 

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
81