Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ღარიბაშვილი: არჩევნების მეორე ტურში ‘ყველგან ჩვენი კანდიდატები გაიმარჯვებენ’
Civil Georgia, Tbilisi / 10 ივლ.'14 / 18:11

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 12 ივლისს დანიშნულ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მმართველი კოალიციის კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია.

შაბათს მეორე ტური დედაქალაქის და შვიდი თვითმმართველი ქალაქის მერის, ასევე 13 მუნიციპალიტეტის გამგებლის გამოსავლენად ჩატარდება ქართული ოცნებისა და სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს შორის, რადგან შესაბამის ოლქებში 15 ივნისის არჩევნებში 50%-იანი ბარიერი ვერ იქნა დაძლეული. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველგან ჩვენი კანდიდატები გაიმარჯვებენ,“, - განუცხადა ღარიბაშვილმა 10 ივლისს ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც მეორე ტურის შანსებზე ჰკითხეს.

თავის კომენტარში მან აქცენტი თბილისზე გააკეთა, რომლის მერობის კანდიდატებმა დავით ნარმანიამ ქართული ოცნებიდან და ნიკა მელიამ ნაციონალური მოძრაობიდან 9 ივლისს ერთსაათიანი პირდაპირი ტელედებატები გამართეს, რომლის ფარგლებშიც თავიანთ საპროგრამო გამოსვლებთან ერთად ასევე უპასუხეს ჟურნალისტების და ერთმანეთისთვის დასმულ შეკითხვებს.

„მიმაჩნია, რომ პრობლემა არ იქნება თბილისში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის შეფასებითაც, დებატებში ნარმანიამ „ღირსეულად დაამარცხა თავისი კონკურენტი“.

მან ასევე გაიხსენა „რთული კოჰაბიტაციის“ პერიოდი, რა დროსაც, მისი თქმით, თბილისის მერია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებდა, „მიზანმიმართულ საბოტაჟურ პოლიტიკას ახორციელებდა“ და „არ აკეთებდა არაფერს თბილისში“.

„თქვენ თუ გსურთ, რომ კვლავაც საბოტაჟის მსხვერპლი გახდეთ, მაშინ მიეცით ხმა მელიას; თუ გსურთ, რომ მისცეთ ხმა განვითარებას, უნდა მისცეთ ხმა დავით ნარმანიას და იგივე  მინდა ვთქვა სხვა დანარჩენ რეგიონებზეც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

„ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებით, მეორე ტურით დავასრულებთ საბოტაჟს, ერთხელ და სამუდამოდ; კოჰაბიტაციას დავასრულებთ და ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და რაიონში გაიმარჯვებს ჩვენი კანდიდატი“, - განაცხადა მან.

უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
85