Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკომ თბილისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა
Civil Georgia, Tbilisi / 27 ივნ.'14 / 20:18

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ივნისს თბილისში მერის ასარჩევად მეორე ტურის საჭიროება დაადგინა და საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით 15 ივნისს ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა.

თბილისის საკრებულო

თბილისის 50-წევრიან საკრებულოში მმართველმა კოალიციამ ქართულმა ოცნებამ ხმათა ორ მესამედზე მეტი დააგროვა გაიყვანა რა 37 დეპუტატი პარტიული სიითა და მაჟორიტარული სისტემით.

27 ივნისს მიღებული შემაჯამებელი ოქმის თანახმად, თბილისის საკრებულოში არსებული 25 პროპორციული მანდატი შემდეგ ოთხ პოლიტიკურ გაერთიანებაზე გადანაწილდება: ქართულ ოცნებას ხმათა 46.01%-ის საფუძველზე 13 ადგილი ექნება; ნაციონალურ მოძრაობას (26.11%) – 7 ადგილი; ნინო ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას (10.35%) – 3 ადგილი; და საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (6.35%) – 2 ადგილი.

დანარჩენი 15 პარტია და ბლოკი, რომლების ასევე მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში, მანდატების გარეშე დარჩნენ, ვინაიდან მათ ვერ გადალახეს 4%-იანი საარჩევნო ბარიერი.

ლეიბორისტულმა პარტიამ ხმათა 3.43% დააგროვა; „არასაპარლამენტო ოპოზიციამ“ – 2%; ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის საქართველოს გზამ - 1.17%; დანარჩენმა სუბიექტებმა კი 1%-ზე ნაკლები ხმები მიიღეს თითოეულმა.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად, თბილისის საკრებულოს პროპორციულ მანდატებს ქართული ოცნების შემდეგი კანდიდატები მიიღებენ: ირაკლი ფავლენიშვილი, გიორგი ალიბეგაშვილი, გიორგი ტყემალაძე, ნუგზარ მალაღურაძე, თევდორე კობახიძე,  ირაკლი გვილავა, ავთანდილ დავითაძე, თამარ ტალიაშვილი, ხათუნა სამნიძე, მალხაზ მჭედლიშვილი. 

ქართული ოცნების კიდევ სამმა კანდიდატმა  - ნინო გოგუაძე, გულო ზუმბაძე და გიორგი მუსხელიშვილი, რომლებსაც მანდატები საარჩევნო სიითაც ერგოთ, ასევე გაიმარჯვეს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში. მას შემდეგ, რაც ისინი არჩევანს მაჟორიტარობაზე გააკეთებენ და პროპორციული წესით მისაღებ მანდატებზე უარს იტყვიან, პარტიულ სიაში მომდევნო კანდიდატები დაიკავებენ მათ ადგილებს. 

ქართული ოცნების კანდიდატებმა თბილისის 25 მაჟორიტარული ოლქიდან 24-ში მოიპოვეს გამარჯვება. ერთ ოლქში კი ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა გაიმარჯვა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს.

თბილისის საკრებულოში ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიული სიით შემდეგი შვიდი კანდიდატი გაიყვანა: სევდია უგრეხელიძე (თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი), ირაკლი აბესაძე, მამუკა ახვლედიანი, თამაზ შოშიაშვილი, ირაკლი ნადირაძე, თეიმურაზ გრიგალაშვილი და ლევან მხეიძე.

ნინო ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას თბილისის საკრებულოში წარმოადგენენ: ზაზა ვეკუა, შალვა ობგაიძე და თამარ ცინცაბაძე.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები გახდებიან იოსებ მანჯავიძე და ადა მარშანია.

თბილისის საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად სულ ცოტა სამი წევრის ერთობაა საჭირო.

მერის არჩევნების შედეგები

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ქართული ოცნების კანდიდატი დავით ნარმანია, რომელმაც ხმათა 46.09% დააგროვა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია ხმათა 27.97%-ით მეორე ტურში განაგრძობენ ბრძოლას თბილისის მერის პოსტის დასაკავებლად.

საბოლოო ოფიციალური შედეგების მიხედვით, მერის არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე - 12.81%; შემდეგ მოდის პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი ირმა ინაშვილი - 5.37%-ით; ლეიბორისტების კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე - 2.46%-ით; ახალი მემარჯვენეებისა და თავისუფალი საქართველოს ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ კანდიდატი კახა კუკავა - 2.32%-ით; მწვანეთა პარტიის ლიდერი, დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე - 1.13%-ით.

მერობის დანარჩენმა შვიდმა კანდიდატმა ხმების 1%-ზე ნაკლები დააგროვა თითოეულმა, ოფიციალური შედეგების თანახმად.

ცესკომ თბილისის მერის, ისევე როგორც სხვა 7 თვითმმართველ ქალაქში მერების და სულ ცოტა 13 მუნიციპალიტეტში გამგებლების გამოსავლენად არჩევნების მეორე ტური უნდა დანიშნოს. თარიღი მას შემდეგ გამოცხადდება, რაც არჩევნები ყველა ოლქში შეჯამდება და შესაბამისი ოქმების გასაჩივრების ვადები ამოიწურება.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
54