Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:58 - 25 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრემიერი-მინისტრი ღარიბაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე
Civil Georgia, Tbilisi / 10 მაი.'14 / 14:39

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2"–ის "ე.წ. სკანდალს“ დადგმული სპეკტაკლი უწოდა და განაცხადა, რომ ეს არის ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად „კარგად მოფიქრებული პროვოკაცია ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ“.

„სამწუხარო რეალობაა ის, რომ „რუსთავი 2“–ის ხელმძღვანელობა ჩართულია ნაციონალური მოძრაობის კამპანიაში, ვინაიდან მე ვიცი, რომ „რუსთავი 2“–ში ძალიან ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი მუშაობს...  ძალიან სამწუხაროა, როცა მათ უნარებს და შესაძლებლობებს იყენებენ ძალიან ცუდად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა პარასკევს საღამოს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას.

6 მაისს „რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ მას შსს-იდან წყარომ მიაწოდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას და მისი მოადგილის ნინო შუბლაძის კაბინეტებში ფარული თვალთვალის ჩანაწერები, რომლის უკანაც შეიძლება დღევანდელი ხელისუფლება დგას. პროკურატურამ, რომელმაც გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, 9 მაისს გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა და მიანიშნა, რომ სათვალთვალო მოწყობილობა, რომელიც ვერ იქნა ტელეკომპანიის შენობაში აღმოჩენილი, შესაძლოა წინა ხელისუფლების დროს ყოფილიყო დამონტაჟებული. იმავე დღეს, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უარყო ეს ვერსია და ამჟამინდელი ხელისუფლება ტელეკომპანიაში თავისი შიდა „აგენტების“ მეშვეობით ფარული კამერების დამონტაჟებაში დაადანაშაულა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, „ჩვენი ხელისუფლება არავითარ კავშირში არ არის ამ დაგეგმილ სპექტაკლთან“.

„ჩვენ დღეს მოვისმინეთ პირდაპირი ბრალდებები „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელების მხრიდან, ბატონი გვარამიას მხრიდან, რომ ამ ე.წ. სკანდალი უკან დგას თურმე დღევანდელი ხელისუფლება. კონკრეტულად მე მადანაშაულებენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა, „ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამტკიცებენ ე.წ. „სიმართლეს“, ასეთივე პროფესიონალიზმით ამტკიცებდნენ იმ სიცრუეს, რომელსაც უკეთებდნენ ტირაჟირებას ბოლო 9 წლის განმავლობაში. ეს არის ძალიან მარტივი გასაგები და მარტივი ასახსნელი. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან კარგად მოფიქრებული პროვოკაცია დაგეგმილი ჩვენი ხელისულების წინააღმდეგ“.

პარასკევს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებას „ჯოჯოხეთს მოუწყობს“ და „თქვენი საკუთარი მაღალჩინოსნები რომ გყავთ ჩაწერილი და რომ უსმენთ, აი ამას მოგასმენინებთ“.     

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გვარამია „ერთი ერთში ატარებს ნაციონალური მოძრაობის კურსს“ და შეახსენა, რომ არსებობს „დადასტურებული ინფორმაცია“, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს კვლავ გააჩნიათ სპეციალური მოსასმენი აპარატურა.

„ნაციონალური მოძრაობა არის ის საზოგადოება, რომლებიც არიან აბსოლუტურად გაწაფულები ათასგვარი ფაბრიკაციებით, ე.წ. მოდელირებული ქრონიკებით და მოდელირებული თვალთვალის თუ მიყურადების სცენარების გაშუქებით და ამის ორგანიზებით, ამიტომ მე არაფერი არ მიკვირს ამ ადამიანებისგან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა: „ჩვენ ამას ვუყურებთ აბსოლუტურად სიმშვიდით და ღიმილით“.

მან ასევე ისაუბრა უკონტროლო მოსმენების წინააღმდეგ მიმართულ სამოქალაქო კამპანიაზე „ეს შენ გეხება“, რომელიც ცოტა ხნის წინ გააკრიტიკა ქვეყნისთვის „ძირგამომთხრელი საქმიანობის“ გამო და საპასუხოდ მასში ჩართული ორგანიზაციების ასევე მწვავე კრიტიკა მიიღო.

„ვაღიარებ, რომ შეიძლება მართლაც მძიმე სიტყვები ვიხმარე, მაგრამ მე კარგად განვმარტე, მე მათ არ ვუწოდე ძირგამომთხრელები, როგორც ისინი ამბობენ. მე ვთქვი, რომ მსგავსი კამპანია იმიჯს ულახავს ქვეყანას და აზიანებს, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლებას აქვს მტკიცე პოლიტიკური ნება და სურვილი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოაწესრიგოს ეს რეგულაციები და სისტემა შექმნას ისეთი, რომლის პირობებში ვერავინ ვეღარ შეძლებს უკანონო მოსმენებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც ტონის შერბილებასთან ერთად ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამოქალაქო კამპანიაში ჩართულ ორგანიზაციებს „პატივს სცემს“.

უახლესი ამბები
25 მაი.'17 18:58
სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მმართველს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.
25 მაი.'17 18:30
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს
აშშ-ის დელეგაცია სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ხელმძღვანელობით მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
25 მაი.'17 14:21
კვირიკაშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში გამართვა ‘უაღესად მნიშვნელოვანია’
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.
25 მაი.'17 11:05
ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ.
24 მაი.'17 13:35
მოსკოვის მიერ სოხუმში დაგეგმილი ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის თაობაზე უთანხმოება გრძელდება
შინაგან საქმეთა სტრუქტურების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს აფხაზეთში დებატები მოყვა.
24 მაი.'17 13:05
კრემლმა ცხინვალში ახალი წარმომადგენელი დანიშნა
მარატ კულახმეტოვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურად მსახურობდა. 
24 მაი.'17 11:21
თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა
საქართველოს და თურქეთის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა გამართეს.
24 მაი.'17 10:05
საქართველომ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
23 მაი.'17 18:40
პროკურატურამ აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხს უკავშირდება.
23 მაი.'17 18:11
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ზაკირ ჰასანოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრებზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამხრივ ურთიერთობებზე იმსჯელა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
59