Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინასთან მიმართებით რუსეთის გადაწყვეტილებაზე
Civil Georgia, Tbilisi / 1 მარ.'14 / 23:54

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გამოიყენოს შეიარაღებული ძალები უკრაინაში „ფაქტიურად, სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებას“ ნიშნავს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას უკრაინაში, ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა გადაწყვეტილება უკრაინაში, ყირიმში რუსეთის მოქალაქეთა დაცვის საბაბით და მდგომარეობის ‘სტაბილიზებამდე’ დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანის შესახებ, რაც, ფაქტიურად, სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებას ნიშნავს და ამას აკეთებს რუსეთი, რომელიც 1994 წლის 5 დეკემბრის ბუდაპეშტის დეკლარაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საზღვრების ურღვევობის გარანტორია", - ნათქვამია განცხადებაში.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას სასწრაფოდ მიიღოს გადაუდებელი ზომები სიტუაციის ესკალაციის აღსაკვეთად და მიმართოს ყველა შესაძლო ძალისხმევას, რათა არ დაუშვას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობა.“

„წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესები სავალალო განვითარებას მიიღებს და ამ მორიგი ინტერვენციის შედეგად, ევროპაში ახალი ოკუპაციის მომსწრენი გავხდებით, რისი მაგალითიც საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი.“

„ასე იწყებოდა რუსული აგრესია საქართველოშიც, რაც ქვეყნისათვის უმძიმესი შედეგებით - ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა და დღემდე საერთაშორისო საზოგადოება უძლურია, აიძულოს რუსეთი შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება საქართველოდან ჯარის გაყვანის შესახებ.“

„რუსეთის ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების მნიშვნელობას და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების დაუყოვნებლივი ამოქმედების აუცილებლობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას დაიცვას უკრაინის სუვერენიტეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დესტაბილიზაცია მივიღოთ არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ რეგიონში, რაც ყველასთვის უმძიმესი შედეგებით დასრულდება", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
113