Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კიევის შეტაკებებს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
Civil Georgia, Tbilisi / 21 თებ.'14 / 13:05

საქართველოს მოქალაქე დათო ყიფიანი იმ ათობით ადამიანს შორისაა, რომლებიც კიევის ცენტრში მომხდარ შეტაკებებს ემსხვერპლნენ.

33 წლის ყიფიანი კიევში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ევრომაიდანის აქტივისტი იყო, როგორც მისი ნათესავები აცხადებენ თბილისში.

ორგანიზაციამ „თავისუფალი ზონა“, რომლის აქტივისტებიც კიევის საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ მას შემდეგ, რაც იქ სამი თვის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ აქციები დაიწყო, განაცხადა, რომ დათო ყიფიანი გასულ ღამეს ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. იგივე ორგანიზაცია იტყობინებოდა 2013 წლის დეკემბერში, რომ ყიფიანს და „თავისუფალი ზონის“ კიდევ ერთ აქტივისტს კიევში სამართალდამცავები დაესხნენ თავს და სცემეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 21 თებერვალს, რომ საქართველოს კონსულმა უკრაინაში ჯერ ვერ დაადგინა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. „მე იმედი მაქვს, რომ ... შევძლებთ მისი დაღუპვის დეტალების გაგებას“.   

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ოფიციალურად კვლავ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა, დაწერა თავისი Facebook-ის გვერდზე, რომ დავით ყიფიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო. „დათო კიევში იბრძოდა უკრაინისთვის და ესე იგი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის და ესე იგი თავისუფლებისთვის!“- წერს სააკაშვილი. 

იმავდროულად, საქართველოს კიდევ ერთი გარდაცვლილი მოქალაქე, ზურაბ ხურცია, რომელიც კიევის ცენტრში 18 თებერვალს დაიღუპა, როდესაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები განახლდა, გასულ ღამეს საქართველოში ჩამოასვენეს. როგორც ოფიციალური პირები და მისი ნათესავენი აცხადებენ, მისი გარდაცვალება გულის პრობლემებმა გამოიწვია. 

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
71