Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილმა, მარგველაშვილმა და უსუფაშვილმა მოზეიმე მხარდამჭერებს მიმართეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ოქტ.'13 / 23:17

ქართული ოცნების ოფისის წინ შეკრებილი მოზეიმე მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ მან ეს გამარჯვება შესაძლებელი გახადა.

მან მადლობა გადაუხადა თავისი შტაბის წარმომადგენლებს და კოალიცია ქართულ ოცნებას და შემდეგ განაცხადა: „დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემთვის უარესად მნიშვნელოვან ადამიანს, რომელიც ჩემთვის არის და ყოველთვის დარჩება ძალიან სერიოზულ ავტორიტეტად, ჩემს მეგობარს ბიძინა ივანიშვილს. ბიძინამ შექმნა შარშანდელი გამარჯვება, ბიძინა შექმნა ჩვენი ერთობა და შექმნა დღევანდელი გამარჯვება“.

„ჩვენ გამოვედით ძალიან მძიმე მდგომარეობიდან ძალიან მშვიდობიანად, ჩვენ ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს თავისუფალი ერი თავისუფლად ირჩევს თავის ხელმძღვანელობას, თავისუფლად ირჩევს იმ ადამიანს, რომლებიც უნდა ემსახურონ ამ ერს“, – განაცხადა მარგველაშვილმა, რომლის გვერდზე ასევე იდგნენ ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა უძველესი ტრადიცია კიდევ ერთხელ გამოიყენა და აჩვენა, რომ ქართველები დაბალანსებულები და ევროპელები არიან.

მისი თქმით, უზარმაზარი გამარჯვება იქნება, რომ ქვეყანა მომდევნო ოცი წლის მანძილზე ყველაზე წარმატებული ერების წევრი გახდეს. მან ასევე განაცხადა, რომ თუ ვინმე იქნება წარმატებული მსოფლიოში, საქართველო მათ რიცხვში იქნება, თუმცა, ამისთვის ცოტა მოთმინებაა საჭირო.

ივანიშვილის თქმით, იგი ყოველთვის დარწმუნებული იყო მარგველაშვილის გამარჯვებაში პირველივე ტურში. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტური იქნებოდა „ტრაგედია ჩემთვის“, რადგან „მეორე ტური გამოაჩენდა, რომ ქართველ ხალხს არ აქვს მადლიერების განცდა - ეს არ მინდოდა მე“.

„დღეს ხალხში დგას მთელი მთავრობა... დღეს რიგითები არიან თქვენთან ერთად და არა ისე, რომ ეგონათ მოდიოდნენ და მერე უნდა ემსახუროს ხალხი რომელიმე მინისტრს“, - მიმართა მან კოალიციის ცენტრალური ოფისის ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს, „თქვენ შორის არიან ისინი [მინისტრები] და არაფრით არ გამოირჩევიან, ასეთი ვიყავი მე, ასეთი მთავრობა მოვიყვანე და ასეთი ეყოლება მომავალში და ასეთს აიტანს მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, სხვანაირ მთავრობას აღარ აიტანს“.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა კოალიციის სახით „ლაშქარი“ და „დღეს მეორე დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ და ასეთი გამარჯვებებით ვივლით წინ“.

„გიორგის ვულოცავ მე ამ დიდ გამარჯვებას. ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ყველას პრეზიდენტი. ეს იქნება სწორედ ის განსხვავება, რომელიც გვინდა, რომ ვაჩვენოთ ჩვენ ქვეყანას.  დღევანდელი არჩევნები როგორც იყო განსხვავებული ყველა წინა არჩევნებისგან, ხომ იყო ასე? აი ასეთივე განსხვავებული, ასეთივე თვისობრივად სხვანარი პრეზიდენტი ავირჩიეთ ჩვენ“,  - განაცხადა უსუფაშვილმა, „ხვალიდან ვაგრძელებთ შრომას ჩვენი სამშობლოსთვის“.

 

უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
98