Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 სექ.'13 / 12:02

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 25 სექტემბერს არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა ყოფილი პრემიერ–მინისტრის და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.

მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სისხლის სამართლის პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით და საქმის არსებით განხილვაზე გადავიდა, რომელიც 7 ოქტომბერს დაიწყება.   

საქმეზე, რომელიც შარშან წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული უმუშევართა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში 5.24 მლნ ლარის საბიუჯეტო სახსრების, სავარაუდო, არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, მერაბიშვილთან ერთად ასევე აქვს ბრალი წაყენებული ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს და ამჟამად კახეთის გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს. იმ დროს მერაბიშვილი პრემიერ–მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრი იყო. ორივე მათგანი უარყოფს ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მერაბიშვილისგან განსხვავებით, რომელსაც ქუთაისის სასამართლომ 22 მაისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ჭიაბერაშვილი არ იმყოფება პატიმრობაში, რადგანაც ის 23 მაისს 20 000 ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ადვოკატები ჭიაბერაშვილისთვის გირაოს მოხსნას ითხოვდნენ, თუმცა მათი სხვა შუამდგომლობების მსგავსად, მოსამართლემ ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა 25 სექტემბერს.

მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა მოსამართლეს წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას, რომ არც პრაქტიკული და არც თეორიული შესაძლებლობა არ არსებობს იმისა, რომ მერაბიშვილი მტკიცებულებებს გაანადგურებს, რადგანაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გამოძიება ვეღარ შეძლებს დამატებითი მტკიცებულებების შეგროვებას, ხოლო ყველა ხელმისაწვდომი მტკიცებულება უკვე წარედგინა სასამართლოს. 
ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, მერაბიშვილი ზეწოლას მოახდენდა იმ მოწმეებზე, რომლებიც დასაკითხად უნდა დაიბარონ, როდესაც 2013 წლის 7 ოქტომბერს საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.    

ვიდრე მოსამართლე შუამდგომლობის უარყოფაზე თავის გადაწყვეტილებას გამოცხადებდა, მერაბიშვილმა უთხრა მას, რომ არ ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლე მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების სასარგებლოდ მიიღებდა გადაწყვეტილებას იმ „ზეწოლის“ გამო, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოზე ხორციელდება.

წინასწარი სასამართლო მოსმენის დროს, რომლის დროსაც სამი სხდომა გაიმართა, ბრალდების მხარემ 4000–მდე მოწმის სია წარმოადგინა, რომელთა მოწვევაც პროკურატურას სურს სასამართლო მოსმენების დროს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოწმეების ასეთი დიდი რაოდენობა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ პროცესი გაჭიანურდეს და მერაბიშვილმა წინასწარ პატიმრობაში გაატაროს კანონით გათვალისწინებული სრული ცხრა თვე, რომელიც 2014 წლის თებერვალს იწურება.

მერაბიშვილს ასევე აქვს წაყენებული ბრალი სახელმწიფო სახსრების მითვისება-გაფლანგვისთვის ცალკე საქმეზე, რომელიც ეხება კვარიათში ფეშენებელური აგარაკის „მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით“ დაკავებას და საიდუმლო სახელმწიფო ხარჯებიდან მისი რემონტისთვის 158 ათასი ლარის დახარჯვას 2009 წელს, როცა მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
 
ასევე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ბრალდებები, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება, მერაბიშვილს ივნისში წაუყენეს; პროკურატურა მერაბიშვილს, რომელიც 2006 წელს გირგვლიანის მკვლელობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მტკიცებულებების დამალვაში ადანაშაულებს, რათა მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენისთვის შეეშალა ხელი.

მას ასევე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება დამამძიმებელი გარემოებებით თბილისის ცენტრში 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებით. 
   

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
70