Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:37 - 13 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 მაი.'13 / 11:21

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ღამით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ყოფილ პრემიერ–მინისტრს და ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თუმცა, იმავე სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის და კახეთის რეგიონის გუბერნატორისთვის ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, რომელიც 21 მაისის დაკითხვის შემდეგ მერაბიშვილთან ერთად დააკავეს, და მას 20 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. ჭიაბერაშვილს 30 დღიან ვადაში გირაოს გადახდისთანავე  გაათავისუფლებენ.

მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წინასწარი არსებითი განხილვა 15 ივლისს გაიმართება, განაცხადა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, 32 წლის დავით ახალბედაშვილმა, რომელიც წელიწადნახევრის წინ გახდა მოსამართლე.

მერაბიშვილს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდთან დაკავშირებით წაუყენეს ბრალი - ერთი ეხება 5.2 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფო თანხების შესაძლო არამიზნობრივ გამოყენებას ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის სასარგებლოდ მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში.

ამ საქმეზე ედება ბრალი ასევე ჭიაბერაშვილს, რომელიც 2012 წელს ჯანდაცვის მინისტრი იყო, თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის თაობაზე.

მერაბიშვილს ასევე აქვს წაყენებული ბრალი სახელმწიფო სახსრების მითვისება-გაფლანგვისთვის ცალკე საქმეზე, რომელიც ეხება კვარიათში ფეშენებელური აგარაკის „მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით“ დაკავებას და საიდუმლო სახელმწიფო ხარჯებიდან მისი რემონტისთვის 158 ათასი ლარის დახარჯვას 2009 წელს მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს.

მერაბიშვილიც და ჭიაბერაშვილიც უარყოფენ წაყენებულ ბრალდებებს, მათი ადვოკატების განცხადებით, როგორც „აბსურდს“ და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ნაწილს.

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ხელბორკილებით მიიყვანეს სასამართლოს დარბაზში რომელიც სავსე იყო  მათი მხარდამჭერებითა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებით, რომლებიც თანაგუნდელებს ტაშით შეეგებნენ. სასამართლო სხდომის დაწყებამდე ორივე ბრალდებულს თავი მხნედ ეჭირა, ერთმანეთში საუბრობდა და იღიმოდა.

იმადვროულად, სასამართლოს შენობის გარეთ, აქციას მთელი დღის განმავლობაში მართავდენ ადამიანები, რომლებიც მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდენ და სკანდირებდენ „სამართალი, სამართალი“. მომიტინგეები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ ადგილზე მისულ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს და მათ მომხრეებს. პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, რათა არ დაეშვა ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია დაძაბული ჩანდა, ვინაიდან ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთა სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რაიმე მნიშვნელოვან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

ინფორმაციას მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს წინ შეკრებილი ხალხის ოვაციები და აპლოდისმენტები მოყვა.

საპირისპირო მხარის წარმომადგენლებმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებისგან მადლობები მიიღეს, რომელთაც უთხრეს მხარდამჭერებს, რომ ბრძოლა გაგრძელდება მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების მეშვეობით.

„ბრძოლა გაგრძელდება, სამართლებრივიც და პოლიტიკურიც... არაფერი არ დამთავრებულა და ყველაფერი კარგად იქნება საბოლოო ჯამში. ყველაფერი გვაძლიერებს, რაც არ გვკლავს; ვერ მოვკვდით და ვერ მოვკვდებით“, – განუცხადა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ სასამართლოს წინ შეკრებილ მხარდამჭერებს.

პროკურატურა როგორც მერაბიშვილის, ისე ჭიაბერაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

პროკურატურა სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ ორივე ბრალდებულს ეკავა და ჭიაბერაშვილის შემთხვევაში, მას კვლავაც უჭირავს მაღალი თანამდებობა და შეუძლიათ გავლენის მოხდენა ამჟამინდელ და ყოფილ ხელქვეითებზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს გამოძიებას.

გამოძიება სახელმწიფო სახსრების შესაძლო პარტიული მიზნებით გამოყენების თაობაზე რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ამ საქმეზე პირველად თებერვალში დაკითხეს მოწმის სახით. მათი დაკავება 21 მაისს მეორე დაკითხვის დროს მოხდა.

ბრალდების მხარემ ასევე განაცხადა, რომ მათი პატიმრობაში დატოვების საჭიროება განპირობებულია ასევე იმითაც, რომ თავისუფლების პირობებში ვერ მოახერხონ ქვეყნის დატოვება. ამ არგუმენტის გასამყარებლად პროკურატურამ განუცხადა სასამართლოს, რომ მერაბიშვილის მეუღლემ თაკო სალაყაიამ ქვეყანა 21 მაისს დატოვა; თუმცა ყოფილმა პრემიერმა განაცხადა სასამართლო პროცესზე, რომ მისი მეუღლე საქართველოში ამჟამად ბრუნდებოდა. სალაყაია მართლაც დაბრუნდა თბილისში ღამით.

მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ეს ორი ადამიანი ხელს შეუშლის გამოძიებას, თუ მათ გაათავისუფლებენ და დაბარებისთანავე მივიდოდნენ გამომძიებლებთან. ისინი სთხოვდნენ მოსამართლეს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების თავდებობით გაეთავისუფლებინათ ისინი.

ადვოკატებმა ასევე განაცხადეს, რომ ორივე მათგანი პროცედურული დარღვევებით დააპატიმრეს. მათი თქმით, ჭიაბერაშვილიც და მერაბიშვილიც გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით დააკავეს, თუმცა არანაირი ახსნა–განმარტება არ ყოფილა წარმოდგენილი, თუ რა იყო ეს გადაუდებელი აუცილებლობა. ჭიაბერაშვილის შემთხვევაში, მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც საქართველოს ელჩად მსახურობდა ევროპის საბჭოსა და შვეიცარიაში, დიპლომატიური რანგი ჰქონდა, და ამის გამო მხოლოდ იუსტიციის მინისტრს ჰქონდა მისი დაკავების უფლებამოსილება.

სასამართლო სხდომის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პარლამენტში გადაინაცვლეს, რათა პრესისთვის განცხადებები გაეკეთებინათ. მათი თქმით, პარტიის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიები მას მხოლოდ გააძლიერებს.

„დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი... იმიტომ, რომ დღეს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება გადავიდა ახალ ეტაპზე... ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს მიიჩნევს, რომ ეს იყო სასიხარულო მოვლენა... რამდენიმე თვეში დარწმუნდება, რომ სამწუხაროდ დღევანდელი დღე არის ძალიან სერიოზული და შეუქცევადი ცვლილებების დასაწყისი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

„მე მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხეში აღმოჩენა არ არის საქართველოსთვის კარგი... და იმ ხალხს, ვისაც ესმის, სად გადის ზღვარი ქვეყანაში პოლიტიკურ თავისუფლებასა და პოლიტიკურ რეპრესიებს შორის, ყველა ასეთ ადამიანს მინდა მივმართო, ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა გრძელდება პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც, და თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ცალკეული ლიდერების დაპატიმრებით ნაციონალური მოძრაობა განადგურდება... ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს ილუზია დარჩება ილუზიად და ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას. და რაც უფრო მეტი ზეწოლა და რეპრესია იქნება პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, გარწმუნებთ, რომ მით უფრო ძლიერ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდება ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა მან.

ნაციონალური მოძრაობის სხვა დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ სასამართლოს წინ გამართული აქცია, რომელიც, მათი თქმით, მთავრობის მიერ იყო მართული, სასამართლოზე ზეწოლას ისახავდა მიზნად, კერძოდ კი იმ მოსამართლეზე, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
81