Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: მთავრობამ არ უნდა დაუშვას ძალადობის ფონის მომატება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 მაი.'13 / 13:09

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაგმო ძალადობა, რომელსაც მართლმადიდებელი აქტივისტების და სასულიერო პირების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ჩაშლის შემდეგ ჰქონდა ადგილი 17 მაისს თბილისის ცენტრში და განაცხადა, რომ მთავრობის პოლიტიკა ხელს უწყობს ყველა ტიპის ძალადობის ზრდას ქვეყანაში.

„მე უკიდურესად ვარ შეშფოთებული დღეს თბილისის ცენტრში განვითარებული ძალადობით. ძალადობა, როგორი მოტივითაც არ უნდა იყოს ის განპირობებული, არ შეიძლება იყოს ქართული საზოგადოების სახე“, - განაცხადა სააკაშვილმა თავის სატელევიზიო კომენტარში.

„მე ნამდვილად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ დღევანდელი ძალადობა იყო რიგითი პოლიციელების რაღაც სახის მოქმედებების შედეგი და ეს მათ უნდა დაბრალდეთ“, - განაცხადა აშშ-ში ვიზიტად მყოფმა სააკაშვილმა.

„საუბარი არის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე“, - განაგრძო მან, „მთავრობა იმას, რაც ხდება,  უბრალოდ კი არ უნდა ემიჯნებოდეს, მთავრობა იმიტომ ჰყავს ქვეყანას, რომ არ დაუშვას ძალადობის ფონის მომატება საზოგადოებაში; არ დაუშვას ის, რომ გაურკვეველი ამინისტიებით, როგორც ეს მოხდა, კრიმინალებს უშვებდნენ პოლიტიკური მოტივით ციხიდან და ყოველდღიურ უსაფრთხოებას უუარესებდნენ ჩვენ მოქალაქეებს; არ დაუშვას ის, რომ რაღაც ჯგუფები შევარდნენ გამგეობაში და იქიდან ყრიდნენ ხალხს ან პოლიტიკური მოტივით ახორციელებდნენ ძალადობას“.

„საუბარია იმაზე, რომ ჩვენ წინა წლებში მივაღწიეთ ქართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. ეს ინსტიტუტები არიან, პირველ რიგში, მოწოდებულები, რომ უზრუნველყონ მშვიდობა და განვითარება ჩვენი საზოგადოებისთვის... და თუ ჩვენ ამ ინსტიტუტებს დავასუსტებთ ისე, რომ ძალადობა გახდება ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი, მიუხედავად  იმისა რა მოტივით არ უნდა იყოს განპირობებული ეს ძალადობა, მაშინ ჩვენი საზოგადოება იქნება განწირული სიღარიბისთვის და უპერსპექტივობისთვის“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამგვარ მოვლენებს  ურყოფითი საერთაშორისო გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე, რომელსაც აქვს „დიდი საერთაშორისო გამოწვევები - ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ჩვენს წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი აგრესორი აწარმოებს მძლავრ პროპაგანდისტულ კამპანიას“.

„წინა წლებში საქართველო მსოფლიოს თვალში ჩამოყალიბდა სტაბილურ, მშვიდ, პროგრესულ, სწრაფად განვითარებად, უსაფრთხო ქვეყნად. აი ამის ფონზე, ამ ძალადობის სცენების მსოფლიოსთვის ჩვენება, მკვეთრად ასუსტებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს, აძლიერებს ჩვენს მტერს“, - განაცხადა მან.

 „ეს არ შეიძლება არ აღელვებდეს ყველა ქართველ პატრიოტს მიუხედავად იმისა, როგორია მათი შეხედულებები. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა დავსხდეთ მთავრობაც და ოპოზიციაც... და მოვილაპარაკოთ, რომ ყველა ეს საკითხი გადაწყდება კანონის ფარგლებში, ინსტიტუტების მეშვეობით და მხოლოდ დიალოგის გზით; ყველამ ერთდა უნდა ვთქვათ უარი ძალადობაზე“, - აღნიშნა თავის გამოსვლის ბოლოს სააკაშვილმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა და პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში გიგა ბოკერიამ 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ქვეყნისთვის „სამარცხვინო და საგანგაშო“ უწოდა.
„ესენი არიან საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრები“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ყველა მოძალადე კრიმინალი უნდა დაისაჯოს.

მან გააკრიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა იმის გამო, რომ სამართალდამცავთა მოქმედების „დაგეგმვა იყო ძალიან ცუდი“, თუმცა იქვე დასძინა, რომ მისი ეს შეფასება არ ვრცელდება რიგით პოლიციელებზე, რომლებიც მისი თქმით, ძალადობის შეჩერებას ეცადნენ.

სააკაშვილის მსგავსად, ბოკერიამაც ისაუბრა იმაზე, რომ „ძალადობის კლიმატის შექმნაში ამ ხელისუფლებას თვითონ მიუძღვის წვლილი და ამავე დროს არ შეუძლია [სიტუაციის] მართვა“. მისი თქმით, ამ კლიმატის შექმნას ხელი შეუწყო ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა ამნისტიამ, რომლის ფარგლებშიც გათავისუფლებული ზოგიერთი „პოლიტიპატიმარი“ მონაწილეობას იღებდა ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ჩაშლაში. ბოკერიამ ასევე  განაცხადა, რომ ის არ ადანაშაულებს ხელისუფლებას იმაში, რომ ჰომოფობიის პრობლემა არსებობს საქართველოში, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც ამ თემის გამოყენებას ცდილობდნენ საარჩევნო კამპანიის დროს.

უშიშროების საბჭოს მდივანმა ის სასულიერო პირებიც გააკრიტიკა, რომლებიც კონტრდემონსტრანტებს წინ მიუძღოდნენ და განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერი სასულიერი პირი, რომელიც ძალადობას ჩადის ან ძალადობისკენ მოუწოდებს სახიფათო ვითარებაში, თავად ჩადის დანაშაულს.  ბოკერიამ იმედი გამოთქვა, რომ ეკლესიაში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან ამას და იქვე დასძინა, რომ სამწუხაროდ, 17 მაისის მოვლენების დროს „მორალური“ ინიციატივა იმ ხალხის ხელში იყო, რომლებიც სიძულვილს ქადაგებენ და ძალადობას სჩადიან. მისი თქმით, ეს ადამიანები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
50