Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:20 - 19 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პატრიარქი: ეკლესია ემიჯნება ძალადობას, მაგრამ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 მაი.'13 / 21:04

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ეკლესია „ემიჯნება ძალადობას“, რომელსაც 17 მაისს მართლმადიდებელი აქტივისტების და სასულიერო პირების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ჩაშლის შემდეგ ჰქონდა ადგილი, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ „ცოდვის“ პროპაგანდა დაუშვებელია.

„ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ არ შეიძლება ამისი პროპაგანდა. ადამიანი შეიძლება ჩავარდეს ცოდვაში. უნდა ითქვას, რომ საერთოდ ეს არის ცოდვა და ვერავითარი რელიგია ვერ დაუჭერს მხარს ამ ცოდვას. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ეს არის ცოდვა ღვთის წინაშე, მაგრამ ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი, მაგრამ არ ჩავერიოთ პირად ცხოვრებაში“, – განაცხადა პატრიარქმა თავის სატელევიზიო კომენტარში, რომელიც თვითმფრინავში იყო ჩაწერილი.

პატრიარქმა დაპირისპირებულ მხარეებს დაშლისკენ  მოუწოდა. 

„მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება“, - განაცხადა მან, „მე მოუწოდებ ჩვენს ხალხს, ყველას ერთ მხარესაც, მეორე მხარესაც, რომ დატოვონ ქუჩები და წავიდნენ სახლში და ილოცონ ერთმანეთისთვის“.

თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობამდე ერთი დღით ადრე პატრიარქმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად დაგეგმილი აქციის გაუქმებისკენ მოუწოდა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
115