Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:53 - 20 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი ძალადობას გმობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 მაი.'13 / 19:59

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაგმო ის ძალადობა, რომელსაც 17 მაისს მართლმადიდებელი აქტივისტების და სასულიერო პირების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ჩაშლის შემდეგ ჰქონდა ადგილი და პირობა დადო, რომ დამნაშავეებს „კანონის შესაბამისად მოექცევიან“.

ივანიშვილის ინგლისურენოვან წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „მშვიდობიანი შეკრების და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიისთვის. საქართველოს ყველა მოქალაქე სრულად და თანაბრად სარგებლობს ამ უფლებით. ძალადობის, დისკრიმინაციის და სხვისი უფლებების შეზღუდვისკენ მიმართული  ქმედებები დაუშვებელია და ამგვარი ქმედების ჩამდენ ნებისმიერ დამნაშავეს კანონის შესაბამისად მოექცევიან“.

„2000–ზე მეტი პოლიციელი იქნა განთავსებული ლგბტ მომიტინგეების მცირე ჯგუფსა და კონტრ დემონსტრატებს შორის დაპირისპირების აღსაკვეთად. თუმცა, ისინი რამდენიმე ათასიანი პარალელური აქციის მონაწილეებმა დაჯაბნეს, რომელთა ნაწილიც ძალადობაში ჩაერთო, გაარღვია პოლიციის კორდონი და შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა ლგბტ წარმომადგენლებს. აქციის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეცრაზმმა ისინი ალტერნატიულ ადგილას გადაიყვანა“.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციამ ვერ მიიღო შესაბამისი ზომები ლგბტ აქტივისტების და მათი მხარდამჭერების მიერ აქციის ჩატარების უზრუნველსაყოფად.  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
73